სემინარები

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსლან ბარამიძე 2021 წლის 21 ივლისს, 14:00 საათზე, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "ქეთრინ ვერდერის წიგნის „მკვდარი სხეულების პოლიტიკური ცხოვრება: გადასვენება და პოსტსოციალისტური ცვლილება".

სემინარზე განხილული იქნება ქეთრინ ვერდერის ნაშრომი „მკვდარი სხეულების პოლიტიკური ცხოვრება“. იგი ეხება გარდაცვლილი ადამინების (ლიდერები, ცნობილი პირები, მეომრები, უცნობი ჯარისკაცები და ა.შ.) გვამების სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებას.

ცნობილი ან უცნობი ადამიანების გადმოსვენება, საფლავები, მემორიალები და ძეგლები ცალკეული ადამიანის თუ ჯგუფის ყოველდღიურობაში, საგანგებო თარიღების დროს, ან წეს-ჩვულებებთან თუ რიტუალებთან კავშირში. ავტორი განიხილავს კომმემორაციის, მეხსირების და დროის თეორიულ ასპექტებს; კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ამგვარ პრაქტიკებს და იმ შედეგებს, რასაც მათდამი დამოკიდებულება ან გამოყენება იწვევს სხვადასხვა საზოგადოებაში.

zoom: https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა