სემინარები

სემინარის თემა: მნიშვნელობათა გამოხატვის პარალელური საშუალებები ქართულში (სახელებისა და ზმნების მაგალითზე). ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე. სემინარი ჩატარდება 2021 წლის 25 ივლისს, 13 საათზე, ზუმის პლატფორმით.

ნებისმიერი ენის ლექსიკისთვის დამახასიათებელია მნიშვნელობის ცვლა, ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის-ნაკლებად. ამ მხრივ ქართული გამორჩეულია.

ერთი და იგივე ფორმა იძლევა სემანტიკურად  განსხვავებულ ნიუანსებს. ამ დროს გასათვალისწინებელია კონტექსტი. ეს ქართულში გვაძლევს   მნიშვნელობათა გამოხატვის პარალელურ საშუალებებზე საუბრის უფლებას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელებს და ზმნებს ენიჭებათ.

ქართული ენის მდიდარი დერივაციული საშუალებები მნიშვნელობის ცვლის მთავარი პირობაა.

სახელებიდან მნიშვნელობათა გამოხატვის პარალელურ საშუალებებზე  მსჯელობისას ყურადღება ვამახვილებთ რიცხვის წარმოებაზე, თანდებულიან ფორმებზე,  ხოლო  ზმნებიდან ვალენტობასა და ვნებითის  წარმოების საკითხებზე.

zoom: https://zoom.us/j/5637473254?fbclid=IwAR2SUPUmPHsI7kCxZ5lZ3RzD_fEyifZs6AOnTk1n9acQsfjt4xzZyDyj3Qo#success

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა