ლაზური ფოლკლორული შემოქმედების ძირძველ ტრადიციებსა და მშობლიურ ენას იყო ნაზიარები ლაზი პოეტი და თვითნასწავლი მხატვარი ხასან ჰელიმიში.
ხალხური შემოქმედებისადმი უსაზღვრო სიყვარულმა განაპირობა ხასან ჰელიმიშის პოეტური შემოქმედებითი გზა. იგი ადრეული ასაკიდან თხზავდა საკუთარ ლექსებს.
პოეტის შემოქმედებითი ნააზრევის უშუალო ნაყოფს წარმოადგენს ის ბრძნული იდეები, რომლებიც ნათლად ჩანს მისსავე დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ლექსებში. სწორედ ამ მიმართულებით განვიხილავთ მის შემოქმედებას.
უკან |