ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის პირობებში განხილულია რეზონანსული სიხშირის წანაცვლება (რსწ) და თავისუფალი ინდუქციის სიგნალის მილევა (თისმ) სხვადასხვა შემთხვევებში კრისტალურ ველთან და ძიალოშინსკი-მორიას ანიზოტროპული ურთიერთქმედებების მქონე მასალებში. პროექციული ოპერატორის მეთოდის გამოყენებთ მიღებულია რსწ და თისმ დინამიკური განტოლებები, რომლებშიც გათვალისწინებულია სპინური რელაქსაცია. მიღებულია აგრეთვე რსწ და თისმ სტატიკური მაგნიტური ველის ორიენტაციაზე კუთხური დამოკიდებულება.
მიღებული შედეგები გამოყენებულია ანიზოტროპული ურთიერთქმედებების მქონე La0.95Sr0.05MnO3 და KCuF3 შენაერთების შემთხვევაში. გრაფიკების სახით წარმოდგენილია სრული ელექტრონული სპინის რსწ და თისმ კუთხური დამოკიდებულებების გრაფიკები ab, ac, bc კრისტალოგრაფიულ სიბრტყეებში.
სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გადახვიდეთ ონლაინ ლინკზე: https://us02web.zoom.us/j/3045423179
უკან |