სასკოლო საგანმანათლებლო რესურსის ინტერკულტურული თვალსაზრისით ანალიზმა რიგი პრობლემები გამოავლინა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში. კვლევის ამოცანაა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა: უზრუნველყოფს თუ არა სახელმძღვანელოების გრიფირების წესი ინტერკულტურულ მგრძნობიარობას სასკოლო სახელმძღვანელოებში? რამდენად არის გათვალისწინებული მგრძნობიარობის საკითხი ბოლო პერიოდის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესსა და პროცედურაში?
უკან |