სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: ღია საგანმანათლებლო რესურსები. მომხსენებლები: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი დარეჯან გელაძე, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია სემინარი ჩატარდება 25 ივლისს, 13:00 საათზე, აუდიტორია № 56

თანამედროვე სამყარო მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების, გარდაქმნებისა და მუდმივი ცვლილებების პროცესშია. ცვლილებები ფაქტობრივად ყველა სფეროსა და დარგში  უწყვეტად მიმდინარეობს, გამონაკლისი არც განათლების სისტემაა.      XXI საუკუნეში  მთელი სიცხადით წარმოჩნდა ციფრული ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის საკითხი.  ფაქტობრივად იქმნება ტენდენციები,  რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილსა და გარკვეულწილად, აზროვნების ახლებურად ფორმირებას განაპირობებენ და, მეორე მხრივ, ათასწლეულის გამოწვევებს უნდა უპასუხონ. რისთვისაც საჭიროა მზაობა, რომელიც მომავლის საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. 

განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია ახლებური ხედვებისა და მიდგომების განვითარება და განხორციელება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ღია განათლება, მასთან დაკავშირებული საკითხები.  სემინარზე განვიხილავთ თანამდეროვე განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა - ღია განათლების არსი, პერსპექტივები, მისი სარგებლიანობა, ღია საგანმანათლებლო რესურსების ძირითადი ტიპები,  ღია საგანმანათლებლო რესურსების შექმნის ეტაპები, აგრეთვე, იმ აუცილებელ კომპონენტებსა და მახასიათებლებს, რაც განაპირობებს ღია საგანმანათლებლო რესურსების ქმედითობას და ზოგადად, ღია სივრცეებში მათ არსებობას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა