საკვლევი საკითხი ეხება ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ფარგლებში მულტილინგვური განათლების ამაღლებას, ქართული ენის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების გააზრებას, ქართული ენის სწავლებაში მოსალოდნელი სირთულეების დაძლევისა და ხელისშემწყობი ფაქტორების გააზრებას. ასეთ საკითხად მიგვაჩნია ქართული ლექსიკის შესწავლა ეთნიკურად განსხვავებულ სამიზნე ჯგუფებში.
მეორე ენის ათვისება-შესწავლა, პირველ ყოვლისა, ლექსიკური მარაგის ეტაპობრივად შევსებას გულისხმობს. რაც უფრო მდიდარია ახალი ენის შემსწავლელის ლექსიკური ფონდი, მით უფრო ადვილად ითვისებს იგი მეორე ენას. ამ დროს გასათვალისწინებელია, ქართული ენის შემსწავლელთა განსხვავებული მიზნები და პერსპექტივები. ზოგი ადვილად ეუფლება ჩვენს ენას, ზოგი-უფრო რთულად.
კითხვაზე−რა განაპირობებს ქართული ლექსიკის ათვისება-შესწავლის სიმარტივე-სირთულეს−პასუხის გასაცემად განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას:
- ლექსიკა, რომელიც საერთოა ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის (ინტერნაციონალური სიტყვები);
- ლექსიკა, რომელიც ახლოს არის კონკრეტულად რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან;
- სრულიად ახალი ლექსიკა (გამომდინარე სწავლების მიზნებიდან).
სწორედ ამ და სხვა შემთხვევებზე ვისაუბრებთ ვრცლად ჩვენს მოხსენებაში.
პრეზენტაცია
უკან |