ჭოროხზე ნაოსნობის ისტორია მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე. მდინარის ქვედაწელი საუკუნეთა განმავლობაში იყო აქტიური სანაოსნო სივრცე და შესაბამისად, სავაჭრო არტერია.
ოცდამეერთე საუკუნეში მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობამ რადიკალურად შეცვალა ჰიდროგრაფიული სურათიც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჭოროხის სანაოსნო სივრცის კვლევებს, მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ამ სივრცის ხსოვნა უფროსი თაობის მეხსიერებაღა შემორჩა.
სემინარი ეხება ჭოროხული ნავის, ნავთმშენებლებისა და ნაოსნობის ისტორიას, თანამედროვე ეპოქის ზეპირ ისტორიებს, მხატვრულ ლიტერატურას, ნაოსნობასთან დაკავშირებულ წერილობით წყაროებს, ასევე, სავაჭრო გზების გეოგრაფიას, მდინარის ჰიდროგრაფიულ სურათს, ნავის მართვის წესსა და რიგს... სემინარზე წარმოდგენილი მასალა მრავალწლიანი კომპლექსური კვლევების ნაწილია. საინტერესო სიახლეა 2022 წლის ექსპედიციის მასალები ართვინიდან და ორჯოხიდან.
უკან |