სემინარის მიზანია თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს სუბტროპიკული ზონის აგრარული სფეროთი დაინტერესებულ პირებს და მომავალ თაობას მივაწოდოთ ეკონომიურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც მყარი საფუძველია იმისა, რომ სუბტროპიკულ ზონაში, სადაც კლიმატური პირობები ფართო შესაძლებლობებს იძლევა, სავარგულები მხოლოდ მონოკულტურით არ იყოს დაკავებული, როგორც ეს გასულ საუკუნეში ჩაის კულტურით და 21-ე საუკუნის პირველ ოცწლედში თხილის კულტურით დაფიქსირდა. სემინარზე განხილული იქნება ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები.
პრეზენტაციაუკან |