სემინარები

2024 წლის 23 აპრილს, 12 საათი, ოთახი № 46. აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტშის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ემზარ მაკარაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს, თემაზე - „ახალი თურქეთის საკითხი და მისი თანამედროვე გამოწვევები“.

თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც XX ისე XXI  საუკუნის  დასაწყისში,  დღის წესრიგში დადგა ახალი სახელმწიფო მმართველობის   დაარსებისა და შემდეგ შეცვლის საკითხი, რომელმაც სამეცნიერო ლიტერატურაში „ქემალიზმისა“ და „ერდოღანიზმის“ დოქტრინის სახელი მიიღო.

XXI საუკუნის პირველ ათწლეულში თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, რომ  პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში დაიწყო ახალი სახ-ელმწიფო იდეოლოგიის შენება, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ათათურქის „ქემალიზმის“ სახელმწიფო მმართველობისგან. ისმება კითხვა, რამდენად გააგრძე-ლებს რესპუბლიკური თურქეთი დემოკრატიული და  ევროპული ფასეულობებით სვლას და შეინარჩუნებს „ქემალიზმის“ მმართველობის ფორმას თუ ქვეყანა „ერდოღანიზმის“ სახელმწიფო მმართველობაზე გადავა.

„ქემალიზმი“ ეწოდება იდეოლოგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომლის საფუძველზეც მრავალეროვნული ოსმალეთის იმპერიის ადგილას შეიქმნა თურქული ეროვნული სახელმწიფო და რომელიც, მოგვიანებით, მისი დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის, სიკვდილის შემდეგ, ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადდა.

იდეოლოგიას აქვს 6 უმთავრესი პრინციპი: 1. რესპუბლიკურობა; 2. ლაიციზმი;  3. ნაციონალიზმი; 4. ხალხოსნობა; 5. ეტატიზმი და 6. რევოლუციურობა.

„ერდოღანიზმი“ ან „ტაიპიზმი“  ( თურქ . Erdoğancılık ან Tayyipçilik ) აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდო-ღანის პოლიტიკურ იდეალებსა და დღის წესრიგს. „ერდოღანიზმი“ აღწერილია, როგორც „ყველაზე ძლიერი ფენომენი თურქეთში „ქემალიზმის“ შემდეგ და ფართო მხარდაჭერით სარგებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მისი იდეოლოგიური ფესვები სათავეს იღებს თურქული კონსერვატიზმიდან და მისი პოლიტიკური მიმდევარია მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“  პარტია (AKP), რომელიც თავად ერდოღანმა დააარსა 2001 წელს.

„ქემალიზმის“ და „ერდოღანიზმის“ შედარებისას გამოიკვეთა, რომ ამ ორ პოლ-იტიკურ დოქტრინას შორის არსებობს როგორც მსგავსებები, ისე მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მათ შორის მსგავსებაა ავტორიტარიზმის, ნეოპატრიმონიალური სისტემის და პოპულიზმის ნაწილში, ისევე როგორც ნაციონალისტური რიტორიკის საკითხში. მათ შორის არსებული პრინციპული განსხვავებები კი ძირითადად გამოიხატება ქემალიზმისთვის დამახასიათებელი სეკულარიზმის ისლამიზმით ჩანაცვლებით. ამასთან, „ქემალიზმის“ ვესტერნიზაციის პრინციპი შეცვალა „ერდოღანიზმის“ დასავლეთისგან გამიჯვნის პოლიტიკამ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ახალი პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა