სემინარები

2024 წლის 16 აპრილს, 15 საათზე, # 34 -ე აუდიტორიაში ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის, აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნუნუ ნაკაშიძე ჩაატრებს სამეცნიერო სემინარს თემაზე- "კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა"

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა

კლიმატის ქვეშ იგულისხმება ატმოსფეროს ქვედა ფენების, მასთან დაკავშირებული წყლის ფენებისა და მიწის ზედაპირის საშუალო მდგომარეობა დროის შედარებით დიდ მონაკვეთში., ხოლო ატმოსფეროს მუდმივად ცვალებადი მდგომარეობა დროის გარკვეულ მონაკვეთში, არის ამინდი.

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ჩვენი დროის განმსაზღვრელი კრიზისია, ასევე  კარგად  ცნობილი გლობალური მეგატრენდია,  მაკროეკონომიკური  და გეოსტრატეგიული  ძალა,  რომელიც  გავლენას ახდენს დედამიწის აწმყოსა  და  მომავალზე, გლობალურ ეკონომიკაზე, ბიზნესზე, საზოგადოებებსა და ინდივიდებზე. მისი გამომწვევი მიზეზია გლობალური დათბობა, რასაც ატმოსფეროში „სათბური აირების“კონცენტრაციის მატება იწვევს. როგორც   გაერო  აღნიშნავს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია,  რომ  სათბურის აირების   ემისიები კვლავ   გლობალურად იზრდება. განსაკუთრებით ნახშირორჟანგის, მეთანი და აზოტის ოქსიდების შემცველობა. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის  განცხადებით,  „ადამიანის გავლენა კლიმატზე აშკარაა.  ადამიანის საქმიანობამ,  მათ შორის,  წიაღისეული საწვავის წვამ და ინდუსტრიულმა პროცესებმა, წინარე ინდუსტრიულ  დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის დაახლოებით 1.0°C-ით  გაზრდა გამოიწვია.

კლიმატს ცვლილების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სექტორია სოფლის მეურნეობა,  ვინაიდან ის მთლიანად დამოკიდებულია  კლიმატური  პარამეტრების  (ტემპერატურა,  ნალექების  ხშირი ცვლილება, ქარები) და აგროკლიმატური ზონების ცვლილებაზე. კლიმატის ცვლილება   სერიოზულ   -   როგორც            დადებითს, ისე უარყოფით გავლენას  ახდენს  სოფლის მეურნეობაზე.   

დადებითი ეფექტებიდან აღსანიშნავია:

1. ისეთი  ადგილები,  სადაც  სიცივის  გამო  ვერ  ხერხდებოდა  გარკვეული  სითბოს მოყვარული მოსავლის მოყვანა, კლიმატის ცვლილებისა და ტემპერატურის მომატების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდება;

2. თუ, კლიმატის ცვლილების პირობებში, გარკვეულ მშრალ ადგილებში მოიმატებს ტენიანობა, ესეც დადებითად აისახება იქ მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწების პროდუქტიულობაზე;    

3.  ქარების შემცირების შემთხვევაში, უფრო ნაკლები ქარსაფარები იქნება საჭირო;

4. მიწის დეგრადაცია     სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მიწის დეგრადაცია ძირითადად გამოწვეულია ქარისმიერი ეროზიით და გვალვებით;

უარყოფითი ეფექტებიდან საქართველოში გამოვლენილია:

1. ტექსტური სარკმელი: კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატგონივრული) სოფლისმეურნეობა მიწის       დეგრადაცია       და       გაუდაბნოების       პროცესების       გააქტიურება;

2 .გვალვიანი, მშრალი რეგიონების არეალის გაზრდა, ახალი აგროკლიმატური ზონების გაჩენა;

3. ზღვის დონის აწევა და გაძლიერებული შტორმები, ტალღების ბალიანობის ზრდა;

4.  ზღვასა და მდინარეებში წყლის ტემპერატურის მატებამ გამოიწვია მოლუსკებისა და ხამანწკების მასიური დაღუპვა;

5.  მცენარეების წყლის მოთხოვნილების ზრდა და სარწყავი წყლის დეფიციტი;

6.  სასოფლო-სამეურნეო   კულტურათა   დაავადებებისა   და   მავნებლების   უკეთესი

გამოზამთრება და შედეგად მათი ინტენსიური გამრავლება;

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა. „კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება „კლიმატისადმი  მდგრადი  და  დაბალემისიანი  სოფლის  მეურნეობის“  უფრო  მოკლე ფორმით გამოსახატად. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით სოფლის მეურნეობა კლიმატგონივრულია, თუ მისი მართვა ხდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. ეს კი ნიშნავს, რომ ის დაგეგმილია ისე, რომ:

-  ეხმარება   სოფლის   მეურნეობაში   დასაქმებულ   ადამიანებს   შეინარჩუნონ   და გაზარდონ   მოსავლის   პროდუქტიულობა   მიმდინარე   კლიმატის   ცვლილების პირობებშიც კი.

-გონივრულად   გამოიყენონ   კლიმატის   ცვლილებით   გამოწვეული   დადებითი ცვლილებები და მოახდინონ  უარყოფით  ცვლილებებთან  ეფექტური ადაპტაცია თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით;

-მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინონ არსებული რესურსის (წყალი, ნიადაგი, და სხვ.) გამოყენება;

-  რაც  შეიძლება  ნაკლები  წვლილი  შეიტანონ  კლიმატის  ცვლილების  პროცესებში

(შეაჩერონ ტყეების ჩეხვა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, გაზარდონ ენერგოეფექტურობა,     შეამცირონ     სასოფლო-სამეურნეო     მიწების/საძოვრების დეგრადაცია.

კლიმატის ცვლილება და სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმა მომზადებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვით საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით, 35%-თ შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების მაჩვენებელი და  50-57%-თ შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი. აღნიშნული მიზანი არ შეიცავს მიწათსარგებლობის, მიწათსარგებლობის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის ემისიებს. ეს ნიშნავს, რომ 2030 წელს, ეროვნულ დონეზე ემისიების ჯამური მაჩვენებელი, სატყეო მეურნეობის  გამოკლებით, არ უნდა აღემატებოდეს 29.25 მგტ CO2 ეკვ.-ს.  ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გლობალური ემისიების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C ან 1.5°C-მდე შეზღუდვის სცენარს, შესაბამისი თანმიმდევრობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა