სემინარები

2024 წლის 19 აპრილს, 12 საათზე, ქიმიის დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე, პროფესორი ალეკო კალანდია და ასისტენტ პორფესორი ინდირა ჯაფარიძე ჩაატარებენ ერთობლივ სამეცნიერო სემინარს თემაზე "ზოგიერთი მცენარეული ნედლეულის ქიმიური ანალიზი, მისგან ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების წარმოების და ნედლეულის ვალორიზაციის საკითხები ციკლური ეკონომიკის ელემენტების გამოყენებით".

ზოგიერთი მცენარეული ნედლეულის ქიმიური ანალიზი, მისგან ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების წარმოების და ნედლეულის ვალორიზაციის საკითხები ციკლური ეკონომიკის ელემენტების გამოყენებით

კვლევის მიზანს წარმოადგენდა რამდენიმე მცენარეული ნედლეულისა და გადამუშავების ანარჩენების ვალორიზაციის და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტების მიზნით ციკლური ეკონომიკის პრინციპების გამოყენებაზე დაფუძნებული სუბსტანციების და პრეპარატების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შემუშავება;

ბიოაქტიური ნაერთების მხოლოდ „მწვანე“ ექსტრაგენტების ციკლურ გამოყენებაზე დაფუძვნებული- სუპერკრიტიკული ფლუიდური (supercritical fluide extraction-SFE), ულტრაბგერითი (Ultrasonic Extraction -USE), სუბკრიტიკული წნევისა და ტემპერატურის წყლით ექსტრაქციის (Subcritical pressure and temperature Water Extraction-SWE) და სხვა მეთოდების პარამეტრების ოპტიმიზაცია; ნედლეულისა და მიღებული პრეპარატების შესწავლა UPLC-PDA-MS, HPLC, GC მეთოდების გამოყენებით; ბიოლოგიურად აქტიური ინდივიდუალური ნაერთების იდენტიფიცირება NMR-ის გამოყენებით და მათი რაოდენობრივი შემცველობის შესწავლა; ბიოაქტიურობის სკრინინგი (ანტიოქსიდანტურობა, ანტიმიკოლოგიური აქტიურობა, ანტიბაქტერიული აქტიურობა) და გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; მიღებული პრეპარატების სტანდარტიზაცია და კვლევის მეთოდების ვალიდაცია;

კვლევის პერიოდში ადაპტირებულია ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა გამოწვლილვის „მწვანე“ ექსტრაქციის მეთოდები.  რამდენიმე ნედლეულიდან ნაერთების მაქსიმალური გამოსავლიანობისათვის შერჩეულია ექსტრაქციის ოპტიმალური მეთოდები და დაზუსტებულია ექსტრაქციის პირობები. მიღებულ პრეპარატების სისუფთავის დასადგენად ხორციელდება ნაერთების ქრომატოგრაფიული ანალიზი, ხოლო აქტივობის დასადგენად ისაზღვრება პრეპარატის ანტიოქსიდანტური აქტივობა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია პუბლიკაციების სახით:

1. "Qualitative study of biologically active compounds of fruits and leaves of Elaeagnus Umbellata Thunb. using UPLC-PDA, MS method"DOI: 10.2478/ebtj-2023-0019  Nona Surmanidze1 ; Maia Vanidze1 ; Aleko Kalandia1 ; Inga Kartsiv adze1 ; Mzia Diasamidze1 1 Batumi Shota Rustaveli State University; Faculty of Natural Sciences and He- 44 | VOLUME 7 SPECIAL ISSUE 1 DECEMBER 2023 Alth Care, Department of Chemistry, Batumi, Georgia
2. "Study of bioactive compounds of the technological process of winemaking from red grapes“ DOI: 10.2478/ebtj-2023-0019  Khatuna Diasamidze1 ; Maia Vanidze1 ; Maia Kharadze1 ; Aleko Kalan dia1 1  Batumi Shota Rustaveli State University, Batumi, Georgia 
3. "Analysis of Biochemical Compounds in Cherry Laurel Pulp“ DOI: 10.2478/ebtj-2023-0019  Eteri Margalitadze1 ; Maia Vanidze1 ; Meri Khakhutaishvili1 ;  Aleko Kalandia1 1  Batumi Shota Rustaveli state university, Batumi, Georgia

4. The study of the physical-chemical characteristics of field honey,  common in Western Georgia«DOI: 10.2478/ebtj-2023-0019"  Nona Abashidze1 ; Indira Djafaridze1 ; Maia Vanidze1 ; Aleko Kalandia1 1 Department of Chemistry, Faculty of Natural Sciences and Health. Batumi Shota Rustaveli State University., Batumi, Georgia  

5. Optimization of the method of ultrasonic extraction of lycopene with a green extract from  the fruit of Elaeagnus umbellata, common in Western Georgia. Nona Surmanidze, Maia Vanidze, Indira Djafaridze, Ruslani Davitadze, Inga Qarcivadze,  Meri Khakhutaishvili, Aleko  Kalandia

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა