რადიაცია წარმოადგენს მაიონებელ გამოსხივებას რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემომცველ გარემოს და ცოცხალ ორგანიზმებს. ყოველდღიურად ადამიანები ღებულობენ რადიაციული გამოსხივების მინიმალურ დოზას, ისე რომ ვერ ხვდებიან რომ რადიაცია დამღუპველ გავლენას ახდენს მათ და შემდგომი თაობების ჯანმრთელობაზე. რადიაციის ბუნებრივი წყაროა თვით ბუნება. ბუნებრივი რადიაციული ფონის შექმნაში მონაწილეობს მრავალი ფაქტორი: მზის სხივები, რადიონუკლიდები და ა.შ. ის არსებობს ადამიანის გარემომცველ გარემოში ფაქტიურად ყველგან - წყალში, კვების პროდუქტებში და ჰაერში. რადიაციის შეფასების თვალსაზრისით მიზანშეწონილია გამა რადიაციის გაზომვა, რადგან მას გააჩნია დიდი შეღწევადობის უნარიანობა. ცხადია, რომ აუცილებელია რადიაციული კონტროლი, რადგან თანამედროვე მსოფლიოში რადიაციის გაზრდილი კონცენტრაცია შეიძლება არსებობდს ადგილებში, სადაც ის ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. დედამიწაზე მრავალი სხვადასხვა მასშტაბის რადიაციული ინციდენტის ფაქტი დაფისირდა, მათ შორის საქართველოშიც. რადიაციული დაცვის თანამედროვე სისტემა ყველაზე სრულყოფილია რისკის სხვა ტექნოგენური ფაქტორების დაცვის სისტემასთან შედარებით. რადიაციისაგან ადამიანების დაცვის საკითხი რეგულირდება საერთაშორისო და ნაციონალურ დონეებზე. ადამიანების რადიაციისაგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რადიაციული ფონის ანალიზი და მისი შესაბამისობა ნორმებით განსაზღვრულ რადიაციულ დონესთან. საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხები კონტროლდება კანონებით, მათ შორის ძირითადია „კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“. რადიაციული გამა ფონის მონიტორინგი ხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში რადიაციული გამოვლენისა და მონიტორინგის პორტატული დეტექტორის საშუალებით, როგორც შიდა/გარე, ისე სხვა გარემოში გაზომვებისათვის. რომელიც ჩართულია გამა რადიაციული მონიტორინგის საერთაშორისო ქსელში. დეტექტორი უზრუნველყოფს რადიაციული გამოსხივების მახასიათებელი მონაცემების ავტომატურ ჩაწერას, ხოლო კომპიუტერთან დაკავშირებისას კი შეიძლება ამ მონაცემების ჩამოტვირთვა და გაანალიზება.
კვლევის შედეგად განსაზღვრული იქნება რადიაციული გამა-ფონი და გაიზრდება მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაცულობის დონე და მიმდინარე რადიაციული მდგომარეობის შესახებ ინფორმირულობა.
უკან |