სემინარები

ბსუ - ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის, არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორი,მარიამ ცეცხლაძე 2024 წლის 4 ივნისს, 12 საათზე გამართავს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "21-ე საუკუნის მდგრადი არქიტექტურის გამოწვევები და პერსპექტივები ქართულ არქიტექტურაში".

ანოტაცია

21- ე საუკუნის, მდგრადი არქიტექტურის გამოწვევები და პერსპექტივები ქართულ არქიტექტურაში

დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური საკითხი მდგრადი განვითარებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციაზე. არქიტექტურაში მდგრადი განვითარების კონცეფცია გულისხმობს, როგორც განაშენიანების, ასევე შენობების დაპროექტების პროცესში ადამიანისთვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას. კლიმატის ცვლილებისა და მზარდი ურბანიზაციის პირობებში, მდგრადი არქიტექტურა წარმოიშვა, როგორც მნიშვნელოვანი გადაწყვეტა 21-ე საუკუნის გამოწვევების მოსაგვარებლად. მდგრადი არქიტექტურა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მწვანე ან ეკოლოგიურად სუფთა არქიტექტურა, ფოკუსირებულია შენობებისა და სტრუქტურების დიზაინზე.

1993 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს “დეკლარაცია მდგრადი მომავლისათვის”, მასში ნათქვამია: „არქიტექტურული გარემო და ცალკეული შენობები ხშირად უარყოფით გავლენას ახდენენ ბუნებრივ გარემოზე, ამიტომ არქიტექტორების მოვალეობაა, შექმნან ისეთი არქიტექტურული გარემო, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს და ამავე დროს შეინარჩუნებს და კიდევაც გააუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს“.

მდგრადი არქიტექტურა შენობებს ენერგოეფექტურად აქცევს. მათ აქვთ ნახშირბადის დაბალი შემცველობა და ახასიათებთ ნეიტრალური ზემოქმედება გარემოზე. ასევე მდგრადი არქიტექტურა გულისხმობს მშენებლობებში ბიოდეგრადირებადი სამშენებლო მასალების გამოყენებას მაქსიმალურად მდგრადი და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას. მდგრადი შენობები შექმნილია ენერგიის მოხმარების შესამცირებლად პასიური დიზაინის სტრატეგიების გამოყენებით, როგორიცაა ორიენტაცია, ბუნებრივი ვენტილაცია, დღის განათება და იზოლაცია. ისინი ასევე აერთიანებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მზის პანელები, ქარის ტურბინები და მაღალი ხარისხის HVAC სისტემები.

მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემებმს განეკუთვნება წიაღისეული ენერგორესურსების მარაგის შემცირებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი და გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებით მიღებული გლობალური დათბობის პროცესი. ეს კი სამშენებლო საინჟინრო სფეროზეც აისახა და დღეს უკვე 21-ე საუკუნეში  მასიურად დაიწყო ენერგოდამზოგავი შენობების მშენებლობა.

ქართული საცხოვრისის მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა გათბობას, ბუნებრივ განათებას, გადახურვასა და შემომზღუდავ კონსტრუქციებს, ასევე სახლის მდებარეობას რელიეფს. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების, ადგილობრივი მასალების, მოსახლეობის სოციალური სტრუქტურის მრავალფეროვნებამ სხვადასხვა ტიპოლოგიის ტრადიციული   საცხოვრებელი სახლები შექმნა ქართულ არქიტექტურაში, რომელიც მიმობნეულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქნება, ეს ქართლ - კახეთი, სამცხე - თრიალეთი, მთიანი აღმოსავლეთ თუ დასავლეთ კავკასიონი.

ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში იყო დაცული. გამომდინარე ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან საუკუნეების წინ აშენებული მესხური დარბაზული სახლი, ენერგოეფექტური საცხოვრებლის საუკეთესო მაგალითია ერდოიან-გვირგვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლი "დარბაზი", რომელშიც ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსი იყო განლაგებული ერთ ჭერქვეშ. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. კონსტრუქციული თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს ქონდა ზამთარში კარგი დათბუნება ზაფხულში კი სამყოფი სიგრილით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა, ჩვენ წინაპრებს კარგად ესმოდათ ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები და გამომდინარე ადგილობრივი პირობებიდან, შეძლებისდაგვარად იცავდენ მათ. ჩვენ ნათლად ვხედავთ იმდროინდელი არქიტექტურის ღრმა გააზრებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს გამოცდილება ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა და ეტაპობრივად ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე. ეს კი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ენერგოეფექტური მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და, რომ ეს გამოწვევები ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ არსებობდა.

21-ე საუკუნის საქართველოში მდგრადი არქიტექტურა ხელახლა ვითარდება ახალი გადააზრებით, მას უფრო ვხვდებით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში, ძირითადი აქცენტი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაზეა გაკეთებული ასევე აქტუალურია მწვანე სახურავი და ფიტოდიზაინი. 

საქართველოში მდგრადი არქიტექტურის გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ესთეტიკის, ღირებულებისა და გარემოსდაცვითი მოსაზრებების დაბალანსება რჩება რთულ ამოცანად არქიტექტორებისა და დეველოპერებისთვის. ჭკვიანი ტექნოლოგიების ინტეგრაცია, განახლებადი ენერგიის მუდმივი წინსვლა და მდგრადი პრაქტიკისადმი უფრო ღრმა დამოკიდებულება გადამწყვეტია მწვანე არქიტექტურის ევოლუციისთვის, რადგან დღეს მსოფლიო უპრეცედენტო გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას შესაბამისად არქიტექტორები უნდა ეცადნონ, რომ არა მხოლოდ დააკმაყოფილონ დღევანდელი მოთხოვნები, არამედ განავითარონ და ხელი შეუწყონ მდგრად მემკვიდრეობას არქიტექტურაში.

Annotation

21ST CENTURY CHALLENGES AND PERSPECTIVES OF SUSTAINABLE ARCHITECTURE IN GEORGIAN ARCHITECTURE

The most pressing issue in the world today is sustainable development, which was adopted by the United Nations at the Rio de Janeiro conference in 1992. The concept of sustainable development in architecture implies the need to create a healthy and safe environment for people both in the process of development and in the design of buildings. In the face of climate change and increasing urbanization, sustainable architecture has emerged as an important solution to address the challenges of the 21st century. Sustainable architecture, also known as green or environmentally friendly architecture, focuses on the design of buildings and structures.

In 1993, the "Declaration for a Sustainable Future" was adopted at the International Congress of Architects, which states: "The architectural environment and individual buildings often have a negative impact on the natural environment, so it is the duty of architects to create an architectural environment that meets human needs and at the same time preserves and even improves the natural environment."

Sustainable architecture makes buildings energy efficient. They have a low carbon content and have a neutral impact on the environment. Also, sustainable architecture implies the use of biodegradable building materials in buildings and the introduction of the most sustainable and energy-efficient systems. Sustainable buildings are designed to reduce energy consumption by using passive design strategies such as orientation, natural ventilation, daylighting and insulation. They also incorporate energy-efficient technologies such as solar panels, wind turbines and high-performance HVAC systems.

Global problems in the world include the energy crisis caused by the depletion of fossil energy resources and the global warming process caused by environmental pollution. This was also reflected in the field of construction engineering, and today already in the 21st century, the construction of energy-saving buildings has started massively.

Heating, natural lighting, roofing and enclosing constructions, as well as the location of the house and the terrain played an important role in the development of the volume-planning structure of Georgian housing. The variety of natural and climatic conditions of Georgia, local materials, and the social structure of the population have created traditional residential houses of different typologies in Georgian architecture, which are interwoven in different regions of Georgia, be it Kartli - Kakheti, Samtskhe - Trialeti, mountainous East or West Caucasus.

Observing the traditional Georgian architecture, it is clear that the main principles of energy efficiency were observed even in previous centuries. Based on the local climatic conditions, the Meskhurian hall house built centuries ago, the best example of energy-efficient housing is the Erdoyan-Gvirgvinian Folk House "Hall", in which all the living quarters were located under one roof. The main feature of the hall house was the crown roof. It should be noted that the light source for the underground hall is the earth placed in the roof. Due to its structural features, such an Erdoyan-crowned building was able to withstand seismic events well, it had good ventilation in winter, and in summer it was distinguished by its coolness. Regardless of the way of life at that time, our ancestors well understood the basic principles of energy efficiency and, depending on the local conditions, followed them as much as possible. We clearly see a deep understanding of the architecture of the time. It is also worth noting the fact that this experience was transmitted orally and gradually developed over the centuries. This gives us the right to say that energy-efficient construction is not new to our country and that these challenges existed many years ago.

Sustainable architecture in 21st century Georgia is re-developing with new thinking, it is more common in public buildings, the main emphasis is on the use of energy-efficient building materials, green roof and phytodesign are also relevant.

Despite some progress in sustainable architecture in Georgia, balancing aesthetics, cost and environmental considerations remains a difficult task for architects and developers. The integration of smart technologies, the continuous advancement of renewable energy and a deeper attitude towards sustainable practices are crucial to the evolution of green architecture, as today the world is facing unprecedented environmental challenges. Accordingly, architects must strive to not only meet today's demands, but also to develop and promote a sustainable legacy in architecture.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა