ზოგიერთი მცენარეული ნედლეულის ქიმიური ანალიზი, მისგან ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავების მიზნით
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი,
ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილება
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ინდირა ჯაფარიძე
ბუნებრივი ნედლეულიდან (მცენარე, საწარმოო გადამუშავების ანარჩენები) ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ეკოლოგიურად სუფთა წარმოება, მომხმარებლის ინტერესებისა და გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით წარმოადგენს 21-ე საუკუნის გამოწვევას, რომელიც მოიცავს „მწვანე ექსტრაქტების“ გამოყენებით ეკოლოგიური, ეკონომიკური და ინოვაციური პროცესების დანერგვის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტის წარმოებას. მცენარეული ნედლეული შეიცავს სხვადასხვა კლასის ნაერთებს, მართალია მცირე რაოდენებით, მაგრამ მაღალი ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული აქტივობით. აქედან გამომდინარე, მეტად აქტუალურია მწვანე ექსტრაქციის მეთოდების ადაპტირება და ისეთი „ეკო-ტექნოლოგიური“ სქემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნე ნაერთების მაქსიმალურ გამოწვლილვას, ექსტრაგენტისა და სხვა დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას.
ჩვენ მიერ ადაპტირებულია ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა გამოწვლილვის „მწვანე“- ულტრაბგერითი ზონდით ექსტრაქციის მეთოდი. რამდენიმე ნედლეულისგან ნაერთების მაქსიმალური გამოსავლიანობისათვის შერჩეულია ექსტრაქციის ოპტიმალური პარამეტრები და თითოეული ნედლეულისათვის დაზუსტებულია ექსტრაქციის პირობები. მიღებულ პრეპარატების სისუფთავის დასადგენად ხორციელდება ნაერთების ქრომატოგრაფიული ანალიზი, ხოლო აქტივობის დასადგენად განსაზღვრულია პრეპარატის ანტიოქსიდანტური აქტივობა. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნებულია პუბლიკაციის სახით მაღალრეიტინგულ ჟურნალში, ნაწილი კი გადის რედაქტირებას.
გამოქვეყნებული პუბლიკაცია:
- “The study of the physical-chemical characteristics of field honey, common in Western Georgia “The European Biotechnology Congress DOI: 10.2478/ebtj-2023-0019 Nona Abashidze, Indira Jafaridze, Maia Vanidze, Aleko Kalandia
- Optimization of the method of ultrasonic extraction of lycopene with a green extract from the fruit of Elaeagnus umbellata, common in Western Georgia. Volume12, Issue5 May 2024 Pages 3593-3601Nona Surmanidze, Maia Vanidze, I. Djafaridze, R. Davitadze, I. Qarcivadze, M. Khakhutaishvili, A. Kalandia
პრეზენტაცია
უკან |