სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე 24 ივნისი, 12:00 საათი, II კორპუსი, აუდიტორია 22-ში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: სამეცნიერო სემინარის თემა: "პაკეტების უსაფრთხო მარშრუტიზაციის ალგორითმების შემუშავება კომპიუტერულ ქსელებში"

სემინარი ეძღვნება ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების საკითხებს. ინფორმაციული უსაფრთხოება ინტეგრირებული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რა დონეზეც არ უნდა მივიჩნიოთ ეს უკანასკნელი: ეროვნული, ინდუსტრიული, კორპორაციული თუ პირადი. აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომ­ლებიც პერიოდულად განიცდის განახლებას,  არამედ ახალი გადაწყვეტილებების გენერირების მექანიზმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ ტექნიკური პროგრესის ტემპით. ინფორმაციული უსაფრთხოება ახლა არა მხოლოდ უკიდურესად მნიშვნე­ლოვანი, არამედ ძალიან მოდური და მომგებიანი საქმიანობის სფეროა.

ორგანიზაციის დაკავშირება გლობალურ ქსელთან, როგორიცაა ინტერნეტი, მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზაციის ეფექტურობას და უხსნის მას ბევრ ახალ შესაძლებლობებს. ამავდ­როულად, ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს ინფორმაციული რესურსების დაცვის სისტემის შექმნაზე, რა თქმა უნდა ვისაც სურს მათი გამოყენება, შეცვლა ან გაუმჯო­ბესება. მიუხედავად სპეციფიკისა, ორგანიზაციის უსაფრთხოების სისტემა გლობალურ ქსელებში მუშაო­ბისას უნდა იყოს მიმართული ინფორმაციული რესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

ასეთ სიტუაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცი­ლებელია ახალი მიდგომების ძიება. ერთ-ერთი ასეთი სფეროა საკომუნიკაციო ქსელში აბონენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის მარშრუტების მართვა.

სემინარზე განხილული იქნება კომპიუტერულ ქსელებში ინფორმა­ციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემების არსებული მდგომარეობა, დახასიათებული იქნება პაკეტების მარშრუტიზაციის არსებული მეთოდები. წარმოდგენილი და აღწერილი იქნება მარშრუტიზაციის ალგორითმები, რომლებიც გამოირჩევა უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის თვისობრივად ახალი მიდგომით. წარმოდგენილი ალგორითმების თითოეულ ვარიანტში მნიშვნელოვანი ფუნქციების ახალი ნაკრების წყალობით, საკომუნიკაციო ქსელის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მითითებით, ქსელის კვანძებისა და აბონენტების შესახებ საწყისი მონაცემების და უსაფრთხოების ინტეგრირებული ინდიკატორების გაანგარიშებით, ქსელის კვანძებს შორის უსაფრთხო მარშრუტების არჩევა ხორციელდება აბონენტებს შორის კომუნიკაციის ყველა შესაძლო მარშრუტიდან და ქსელის აბონენტებს მიეწოდებათ უსაფრთხო მარშრუტი.

სემინარზე განხილული საკითხები და მეთოდები შეიძლება გამოყე­ნებულ იქნას ახალი ქსელური კავშირების დასაგეგმად ან შესამუშავებლად ისეთ ტიპის ქსელებში როგორიცაა კორპორაციული ინტრანეტი და ექსტრანეტი.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა