სემინარები

30 მაისს, 12 საათძე, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ელექტრომემბრანული ტექნოლოგია და მათი გამოყენების სფეროები"

ელექტრომემბრანული ტექნოლოგია და მათი გამოყენების სფეროები

თანამედროვე ტექნოლოგიებში მემბრანულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიებს შორის.  მემბრანულ ტექნოლოგიაში კი ელექტრომემბრანულ ტექნოლოგიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მანამ, სანამ ბარომემბრანულ ტექნოლოგიაში აცეტატის პოლიმერისაგან დამზადებული მემბრანების ჩანაცვლება არ მოხდა თერმო- და ქიმიურად მდგრადი პოლიმერებისაგან დამზადებული მებრანებით. კერძოდ, პოლისულფონი, პოლიამიდი, პოლიეთერი და სხვა პოლიმერებისაგან დამზადებული ბარომემბრანებით.

მსოფლიო ბაზარმა შესყიდვების მხრივ უკან ჩამოიტოვა ელექტრომემბრანული ტექნოლოგია და დღეისათვის მას მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია მემბრანულ ტექნოლოგიაში.

ჩემის აზრით ეს მცდარი შეხედულებაა და მათ თუ გამოვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიებში, რომლებშიც ისინი გაცილებით უკეთესია ვიდრე ბარომემბრანული ტექნოლოგია შესაძლებელია მათმა გამოყენებამ წინ გაუსწროს ბარომემბრანულ ტექნოლოგიას.
ჩემის აზრით ის ერთადერთი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მრავალკომპონენტიანი ხსნარებიდან ელექტროლიტები გამოყოს ხსნარში არსებული არაელექტროლიტებისაგან ყოველგვარი ქიმიური რეაგენტების გამოყენების გარეშე. ასე მაგალითად, შესაძლებელია ორგანული ნივთიერებებს მოვაშოროთ არაორგანული ნივთიერებები;  მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი წყალი, მაღალი კონცენტრაციის შემცველი მარილებისაგან გავხადოთ სასმელ წყლად; ელექტრომემბრანული ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით შესაძლებელია მძიმე მეტალების შემცველი ხსნარების გასუფთავება და ერთდროულად მათი კონცენტრირება და კვლავ წარმოებაში დაბრუნება;

 მცენარეული ნარჩენებიდან ეთერზეთების, პექტინის, ვიტამინი -P და საკვები ბოჭკოების მიღების ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ელექტრო- და ბარომემბრანული პროცესების გამოყენებით;

დღეისათვის ელექტრომემბრანულ ტექნოლოგიის მიმართულების სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს წარმოადგენს მძიმე მეტალების შემცველი ხსნარების გაუმარილება და მაღალკონცენტრირებული ხსნარების მიღება.  საკვლევი  პროცესები ტარდება ჩვენს მიერ შემუშავებულ და მომზადებულ ექსპერიმენტალურ მოდელებზე, რომლებსაც ვცადით ელექტროსტატიკური და გრავიტაციული ძალების კომბინაციური გამოყენების ფუნქციონალური ეფექტურობის მიზნით.

ეხლა აღნიშნული მიმართულება მუშაობს მცენარეული ნარჩენებიდან ეთერზეთების, პექტინის, ვიტამინი-P და საკვები ბოჭკოების მიღების ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე ელექტრო და ბარომემბრანული პოცესების გამოყენებით.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა