სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ქაჯაია 2024 წლის 1 ივნისს, 11 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ოლგა ტოკარჩუკის მხატვრული სამყარო".

ოლგა ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონური ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო და სახელოვანი მწერალია. ის მრავალრიცხოვანი პრემიების, მათ შორის ნობელის პრემიის, ლაურეატია.

2001 წელს  მწერალმა გამოსცა კრებული სათაურით  „დაკვრა  სხვადასხვა  დოლზე“,  მასში  19  მოთხრობა  იყო თავმოყრილი. სათაური საკმაოდ სიმბოლურად ჟღერს. სხვადასხვა დოლზე დაკვრა  სტილისტურ მრავალფეროვნებასთან და თემატურ პოლიფონიურობასთან ასოცირდება. კრებულში  შესული  მოთხრობები  გამოირჩევა  პრობლემათა სიმრავლით  და მხატვრული  ხელწერის  თავისებურებებით.  ამ  ნაწარმოებების  ერთ-ერთ  სახასიათო თვისებას წარმოადგენს ის, რომ მათში გადმოცემულია კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაშლილი  სამყარო,  რომელიც  იმავდროულად  აღიქმება  როგორც  უნივერსალური, ზოგადი სურათი. მწერალი  თავისებურად  და  ფაქიზად  წარმოგვიდგენს  თავისი  გმირების  შინაგან სამყაროს,  პერსონაჟების  ჭიდილს  საკუთარ   თავსა   და  ყოფიერებასთან.  თემატური ნაირსახეობიდან  გამომდინარე,  აღნიშნული  კრებულის  მოთხრობები  განსხვავებული პოეტიკით  არის  შექმნილი,  რაც  მწერლის  გამორჩეულ  მხატვრულ  ხელწერასა  და ორიგინალურ შეგრძნებებზე მიუთითებს.

კრებულში შესული მოთხრობები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და მხატვრული ხელწერის თავისებურებებით. ამ ნაწარმოებების ერთ-ერთ სახასიათო თვისებას წარმოადგენს ის, რომ მათში გადმოცემულია კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაშლილი სამყარო, რომელიც იმავდროულად აღიქმება როგორც უნივერსალური, ზოგადი სურათი.

მწერალი თავისებურად და ფაქიზად წარმოგვიდგენს თავისი გმირების შინაგან სამყაროს, პერსონაჟების ჭიდილს საკუთარ თავსა და ყოფიერებასთან. თემატური ნაირსახეობიდან გამომდინარე, აღნიშნული კრებულის მოთხრობები განსხვავებული პოეტიკით არის შექმნილი, რაც მწერლის გამორჩეულ მხატვრულ ხელწერასა და ორიგინალურ შეგრძნებებზე მიუთითებს.

ო. ტოკარჩუკს თავისებური ლიტერატურული სტილი და ორიგინალური წარმოსახვა გამოარჩევს.  პერსონაჟის დახასიათებისას ის არამარტო და არაიმდენად ფიზიკურად აგვიღწერს გმირს, არამედ ცდილობს გვიჩვენოს მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მოვლენებსა და საგნებს ასევე ორიგინალურად, მეტწილად მეტაფორულად წარმოგვიდგენს. და რაც მთავარია,  ავტორი ყოველთვის ორიენტირებულია მკითხველზე, იწვევს მკითხველს  თავისი მხატვრული სამყაროს გასაზიარებლად.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა