სემინარის მოხსენება ეხება ინტერკულტურული თარგმანის სპეციფიკურ ასპექტს, კერძოდ როგორ არის წარმოდგენილი კვების კულტურა ზღაპრებში და როგორ განაპირობებს პროცესის თუ ცალკეული კერძის დანიშნულება მის ტრანსფორმაციას თარგმნილ ტექსტში. ციფრული პროდუქციის მომატების მიუხედავად საბავშვო სეგმენტში კვლავაც აქტიურად იბეჭდება როგორც ხალხური, ისე საავტორო ზღაპრები და მომრავლდა შესაბამისი თარგმანებიც. მათ მაგალითზე, ჩვენ შევეხებით საკვების მიღების რიტუალსა და მის დამზადება-მოპოვებასთან დაკავშირებულ აზრობრივ თუ პრაგმატულ დატვირთვას ტექსტუალური ინფორმაციის აღქმის თვალსაზრისით. განხილული იქნება თარგმანის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ცალკული ნიუანსის შესანარჩუნებლად და აზრობრივი და კულტურული ინფორმაციის მატარებელი ერთეულების ერთი ენიდან მეორეზე ეფექტურად გადმოსატანად. ყურადღება გამახვილებული იქნება სამიზნე ტექსტში გამოყენებულ სხვადასხვა ხერხებზე და მათ უპირატესობება-ნაკლოვანებებზე.
უკან |