სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი, ამა წლის 1 ივნისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე- "მხატვრული თარგმანის ზოგიერთი საკითხისთვის"

მხატვრული თარგმანი დაკავშირებულია ძალზედ დიდ გამოწვევებთან.  ეს გამოწვევები მომდინარეობს ენებს შორის ენობრივი, კულტურული და კონტექსტური განსხვავებებიდან. განსაკუთრებით დიდია ადეკვატური თარგმანის შესრულებასთან დაკავშირებული  სირთულე ქართული ენიდან ინგლისურზე, ან პირიქით, ინგლისურიდან ქართულზე მხატვრული ტექსტის თარგმნის დროს. ლიტერატურული ტექსტის თარგმანებმა შეიძლება ვერ გადმოსცეს წყარო ენაზე შექმნილი ტექსტის გზავნილი ორ ენას შორის ენობრივი თუ უზუალური ნორმების განსხვავების, იდიომატური გამონათქვამების სპეციფიკისა და ლექსიკის განსხვავებების გამო. გარკვეულ ფრაზებს ან ცნებებს შეიძლება არ ჰქონდეს პირდაპირი ეკვივალენტები, რაც იწვევს პოტენციურ არასწორ ინტერპრეტაციას ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის  დაკარგვას.  გარდა ამისა, ლიტერატურული ტექსტის მთარგმნელს უწევს დიდი ძალისხმევის ჩადება იმაში, რომ მოძებნოს სწორი მთარგმნელობითი სტრატეგია იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ორიგინალი ტექსტის შინაარსი და ამავე დროს მისი ფორმა/სტილი.

ჩვენი სამეცნიერო სემინარის თემა სწორედ იმ მთარგმნელობითი სტრატეგიების კვლევაა, რომელთა სწორ დროს სწორად გამოყენება საშუალებას მისცემს მთარგმნელს დააბალანსოს მხატვრული ტექსტის შინაარსი და ფორმა მეორე ენაზე, ისე რომ ის დარჩეს ორიგინალი ტექსტის კულტურული ტონისა და კონტექტის ერთგული.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა