სემინარები

ფილოსოფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ირმა ბაგრატიონი 7 ივნისს, 17 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „გარემოს თეორიის“ არსი ხელოვნების ფილოსოფიაში (კონსტანტინე კაპანელი)

ცნობილია, რომ „გარემოს“, როგორც გარკვეული პირობების ცნების გამოყენებას ხში­რ­ად აქვს ადგილი ევროპული ესთეტიკური ნააზრევის ისტორიაში, კერძოდ - ხელოვნების თეო­რ­ია­სთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის (1889-1952) ესთეტიკურ მოძღვრებაში მისი უშუალოდ და ცალსახად და­სა­ხელება თითქმის არ გვხვდება, თუმცა სწორედ ეს ტერმინი შეგვიძლია მივუსადაგოთ მის ნა­შ­რომებში - “სოციალური ესთეტიკის საფუძვლები” [1925] და „ქართული სული ესთეტიკურ სა­ხეებში“ [1932] - ასახული ძირითადი კონცეპტის შინაარსს, სახელდობრ, ბუნებრივი და სო­ცი­­ალური ‘მდგომარეობის’ თავისებურებათა საფუძველდებით ხელოვნების არსისა და დან­ი­შ­ნულების ახსნას. უფრო კონკრეტულად, კაპანელთან „გარემოს თეორიის“ ფორმულირება ასე შეიძლება გავიგოთ: საზოგადოებრივი მდგომარეობა როგორც გამოკვეთილ ვითარებათა ერ­თ­ობლიობა ანუ, როგორც გარკვეული ფაქტორი, ზემოქმედებს მხატვრულ-ესთეტიკური შე­მ­ო­ქმედების თავისებურებაზე; თავის მხრივ, ესთეტიკურ-მხატვრული შემოქმედება, როგორც განსაზღვრული პროცესი, ფლობს შესაძლებლობას, საკუთარი ბუნებით, გავლენა მოახდინოს სოციალური ყოფიერების შინაარსსა და ხასიათზე.

შეიძლება ითქვას, რომ მხატვრულ-თეორიული მსოფლმხედველობა „გარემოს თეო­რ­ი­ის“ სახით ახალი იყო ქართული ესთეტიკური აზროვნებისთვის, თუმცა იგივეს თქმა ნამდვ­ი­ლ­ად არ შეიძლება ევროპული ესთეტიკური ნააზრევის გადასახედიდან, რისი დადასტურებაც შე­სა­ძლებელია კვლევა-ძიებით დადგენილი გარკვეული პარალელებით:

ფრანგული განმანათლებლობის წარმომადგენელი ვო­ლ­ტ­ე­რი თავის ნაშრომში "ესთე­ტ­ი­კა" (1727) ვარაუდობს, რომ ხელოვნება აღწევს გან­ვი­თარების უმაღლეს საფეხურებს რო­გ­ო­რც ძლიერი მეფეების მმართველობის პერიოდში, ასევე, სათანადო ეკონომიკურ პირობებში. მართალია, ვოლტერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლიმატის გავლენასაც ხელოვნებაზე, მა­გ­რამ მაინც არ თვლის ამ ფაქტორს გადამწყვეტად, რადგან მიიჩნევს, რომ "გენიალური შე­მო­ქ­მედი შეიძლება დაიბადოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში". ცოტა მოგვიანებით, ფრანგი ფი­­ლოსოფოსი და სოციოლოგი შარლ ლუი დე მო­ნ­ტ­ე­სკიე თავის ნაშრომში „კანონთა გონი“ (1748) ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სო­ც­იალური ცხოვრების ყველა ასპექტი, მათ შორის ხე­ლოვნება, ექვემდებარება ბუნებრივ კა­ნ­­ონებს. ის ხელოვნებას განიხილავს პირდაპირ კა­ვ­შ­ი­რში ძირითად სოციალურ პრობლე­მე­ბ­თან, სოციალური ცხოვრებისა და პოლიტიკური სი­სტემის სხვადასხვა ასპექტებთან. ამ მხრივ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მისი დასკვნა იმ­ის შესახებ, რომ „სატირული ნაწარმოებები სრულიად უცხოა დესპოტური სახელმწიფოე­ბი­ს­თ­ვის“. გერმანელმა ხელოვნების თეორე­ტი­კ­ო­სმა იოჰან ვინკელმანმა თავის ნაშრომში „ანტი­კუ­რ­ობის ხელოვნების ისტორია“ [1763] ანტიკური ხელოვნების არსებითი ნიშნების განმ­სა­ზ­ღვ­რ­ელად დაასახელა ბუნებრივი გა­რ­ემო-პირობები, კერძოდ, კლიმატი და სახელმწიფოს მმ­ა­რ­თ­ველობის ფორმა, ანუ ძველ­ბე­რ­ძნული პოლისის პოლიტიკური თავისუფლება.

ამდენად, კაპანელის ფილოსოფიაში ხელოვნების გააზრება „გარემოს კონცეფციაში“ თა­ვისებური ინტერპრეტირებით იმეორებს ევროპულ აზროვნებაში ჯერ კიდევ განმან­ათ­ლ­ე­ბ­ლ­ობის ესთეტიკიდან დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, რომ მხატვრული შემოქმედების შესაძლებლობა იქმნება ხელოვანისა და გარემოს ურთიერთობაში: მხატვრული სახის შე­ქ­მ­ნ­ა­მ­დე წარმოსახული იდეის კორელატი ხანგრძლივად ტრიალებს იმ ბიო-სოციალურ სფეროში, რომელშიც იმყოფება ხელოვანი; შესაბამისად, ხელოვნების ბუნების სპეციფიკა [რაც არ უნდა ინდივიდუალისტური იყოს იგი ფორმით ან ფერითი კონსტრუქციით] განპირობებულია გარკვეული ბუნებრივი და სოციალური მდგომარეობით.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა