სემინარები

ბსუ-ში 2024 წლის 20 ივნისს, 15:00 საათზე 25-ე აუდიტორიაში ჩატარდება ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ვარდო ბერიძის სამეცნიერო სემინარი თემაზე: "ინდური წარმოდგენები ადამიანის პიროვნების შესახებ"

ინდური მიდგომა პიროვნების გაგებისა  გამორჩეული პერსპექტივის მატარებელია. იგი არსებითად განსხვავდება დასავლური ფილოსოფიური ტრადიციებისგან.

ალან უოტსი XX საუკუნის ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი, რომელიც დასავლური აზროვნებისთვის ცნობილია, როგორც აღმოსავლური სიბრძნის ინტერპრეტატორი, თვლის, რომ ინდური საზოგადოება  საინტერესო ჩვეულებისა და ტრადიციის მატარებელია. იგი წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ პიროვნებას განიხილავს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებულ სოციალურ ან დრამატულ ნიღაბს და ცდილობს ამ გზით აჩვენოს პიროვნებისადმი ინდური მიდგომის განსაკუთრებულობა.

აღმოსავლეთმცოდნე, რელიგიის ფილოსოფიის მკვლევრის კარელ ვერნერის დაკვირვებითა და დასკვნით ადამიანის პიროვნების ბუნება ჯერ კიდევ გაუგებარია. მისი აზრით, პიროვნების გონივრული განმარტება ის არის, რომ იგი რთული სტრუქტურის და რთული დინამიური ფუნქციების შემცველია.

საბოლოოდ, ორივე მათგანის კვლევებიდან იკვეთება ერთი საერთო დასკვნა, რომ ყველაფრის მხარდამჭერი ძალა, რაც არსებობს ფენომენალურ დონეზე და მათ შორის პიროვნებისაც არის  „ბრაჰმანი“. ბრაჰმანის მიხედვით კი, ადამიანი თავად განსაზღვრავს, ირჩევს გზას და საშუალებას თავისი სრულყოფილებისა და გადარჩენისთვის. მას არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მას შეუძლია მხოლოდ თავისი თავის შეცვლა.

პირველწყაროსა და ტექსტებზე მუშაობის მეთოდის გამოყენებით ალან უოტსისა და კარელ ვერნერის ტექსტებზე დაყრდნობით, როგორც აღმოსავლეთმცოდნე ფილოსოფიის მკვლევრებისა,  რომელთა შეხედულებები ეფუძნება უძველეს წარსულში შედგენილ ავტორთა წიგნებს იკვეთება, რომ აღმოსავლური სიბრძნე შეიცავს ისეთ უძველეს და გავლენიან მიდგომებს, რომლებიც დღემდე არსებობს მათ ცივილიზაციაში. ინდურ ფილოსოფიას შემოაქვს ისეთი უნიკალური მიდგომები ცხოვრების ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, რომლთაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა.

პიროვნებისადმი ძველი ინდური პრინციპებისადმი თანამედროვე შეხედულებების გათვალისწინებით სავარაუდოდ იკვეთება, რომ უოტსი მიმართავს პიროვნების ჰოლისტიკური, ტრანსფორმაციისა და სულიერების ჩართვის გაგებას. ამასთან, უოტსის კვლევებში კარგად ჩანს აგრეთვე იმ იდეის მიგნება, იმ უპირველესი საზრუნავის პოვნა, რომელიც ძველ ინდოეთში ფილოსოფოსთა უმეტესობაში აღძრავდა ინტერესს,   ეპოვათ საუკეთესო გზა, რომელიც ცალკეულ ადამიანებს დაეხმარებოდა ტანჯვისგან განთავისუფლებაში ან სულ მცირე უკეთესი ცხოვრების მიღწევაში ამ  და მომავალ ცხოვრებაში.

ალან უოტსისა და კარელ ვერნერის კვლევებიდან იკვეთება, რომ პერსონალისტური ფილოსოფიის საფუძვლის პოვნა შესაძლებელია აღმოსავლური აზროვნების წარმოშობისა და განვითარების საწყისი ეტაპიდანვე. მათი თქმით, აღმოსავლელი მოაზროვნეები მართალია არ გამორიცხავენ და არ უარყოფენ ადამიანის, პიროვნებისა და ინდივიდის ერთიანობას, მაგრამ ამ ერთიანობის მიზეზსა და საფუძველს ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ „ბრაჰმანში“, ადამიანს აღიქვამენ სამყაროს მთლიანობის ნაწილად და არა თავისთავად არსებულ არსებას.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა