სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი დიანა ახვლედიანი და ასოცირებული პროფესორი დარეჯან გელაძე ამა წლის 19 ივნისს, 15 საათზე ჩაატარებე სამეცნიერო სემინარს: "-მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სწავლების ინოვაციური მეთოდებით"

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, საჭიროება, მოტივაცია, სტრატეგია, განწყობა ტექნოლოგია

   XXI საუკუნეში, გლობალური ურთიერთობებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში, განათლების სფეროს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, ყველა ქვეყნის განვითარების დონისა და პოტენციალის განმსაზღვრელ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდა არის მიჩნეული, თუმცა სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდების გამოყენების პარალელურად გაჩნდა გარკვეული სახის სირთულეებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწავლის დაბალი მოტივაციაა. იგი თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს, განათლების პროცესის დიდ გამოწვევას.

    სასწავლო მოტივაცია, ზოგადად, მოტივაციის სასწავლო საქმიანობაში ჩართული ცალკე სახეობაა. სასწავლო საქმიანობა კი წარმოიქმნება სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხასიათის მოტივების იერარქიით. მოტივები შეგნებულად დასმული მიზნების მეშვეობით იწვევენ მოსწავლეში სასწავლო საქმიანობას. პედაგოგიკაში მოტივაცია მნიშვნელოვან ტერმინადაა მიჩნეული და ნიშნავს სასურველი მიზნის მისაღწევად მიმართულ პროცესს, სტიმულს, წახალისებას,  განწყობას, სურვილს ისწავლოს.          

     მოტივაცია წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის უმნიშვნელოვანესი პირობაა და ის უშუალოდ განსაზღვრავს სასწავლო პროცესში მოსწავლის/სტუდენტის აქტიურად ჩართულობის დონეს.

     მოტივაცია არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ის იძლევა პასუხს კითხვაზე - რატომ?. ნებისმიერი ასაკის ადამიანის მამოძრავებელი ძალა არის მოტივაცია. იმისათვის რომ წამოვიწყოთ, ან ჩავერთოთ რაიმე საქმიანობაში, უნდა გვქონდეს  ხალისი, ანუ მოტივი. სასწავლო პროცესში თუ  ვერ მოვახდინეთ მოსწავლეთა,სტუდენტთა დაინტერესება, არ იქნება ჩართულობის ხარისხი მაღალი და შესაბამისად ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს.         

       სასწავლო პროცესის  წარმატებაზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი, კერძოდ: მოსწავლის ფაქტორი, მასწავლებლის ფაქტორი, საგნობრივი სტანდარტი, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, შინაარსის ფაქტორი, სასწავლო გარემოს ფაქტორი,   სწავლების მეთოდები  

   კვლევები ცხადყოფს, რომ აუცილებელია მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლის,/სტუდენტის სწავლის საჭიროებები, ინტერესები და მისწრაფებები. მოვიძიოთ მათი ინტერესის სფეროები, შევეცადოთ ინოვაციური  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მასალა გავხადოთ უფრო ცოცხალი და ახლებური, რათა მოახდინოს  ინტერესისა და მოტივაციის გაღვიძება.  საჭიროა გამოვიყენოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშები, ელექტრონული ქვიზები, პორტალები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს/სტუდენტს დაინტერესდეს ახალი მასალით. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის  გზამკვლევი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი.2012;
  2. განვითარებისა და სწავლების თეორიები, დამხმარე სახელმძღვანელო 1, თბილისი,  2008 წ.
  3. ყანჩელი ნ. ჯონ დიუის პედაგოგიკური შეხედულებები - დისერტაცია;
  4. . ქარცივაძე დ-პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - როგორ ავამაღლოთ მოტივაცია უფროსკლასელებში ისტორიის სწავლებისას მასწავლებლის როლის გათვალისწინებით
  5. ჯანაშია ნ., იმედაძე ნ.  გორგოძე ს, - სასწავლო და პროფესიული გარემო, დამხმარე სახელმძღვანელო  2, თბილისი, 2008.
  6. http://mastsavlebeli.ge/?p=21798

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა