სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ ახვლედიანი 25 ივნისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე- "რუსული ენის მიერ ქართული ლექსიკის ათვისების ტენდენციები"

ანოტაცი

რუსული ენის მიერ ქართული ლექსიკის ათვისების ტენდენციები

 სტატია წარმოადგენს რუსული ენის მიერ ქართული ლექსიკის ადაპტაციის ტენდენციებისა და კანონზომიერებების  გამოვლენის მცდელობას.

მაგალითისათვის ნაშრომში განხილულია  რუსეთის ელჩის ფედოტ ელჩინის საგზაო ნარკვევები (1639 წ.) და 1891 წელს მოსკოვში გამოქვეყნებული  გრაფინია უვაროვას ჩანაწერები.

რუსულ ენაში ხმოვანზე დაბოლოებული  (а-ს გარდა) სიტყვები დღეს ფუნქციონი­რებენ როგორც უბრუნველი არსებითი სახელები. გაანალიზებულ ჩანაწერებში კი ხმოვანზე (о, и, е)   დაბოლოებული არსებითი სახელებიც ხშირად ეწყობიან ამა თუ იმ ბრუნებას, ე. ი.  იძენენ გრამატიკულ პარადიგმას, მაგ: Риони – Рьян,  Хуло – Хула, Ахалцихе – Ахалцых, Сатлели – Сатлель; Вахушти – Вахушт, Эристави - Эристов; азнаури –азнаур, додопали - додопал; лобио – лобия и т.д.

ქართული სიტყვების რუსული ენის მიერ ათვისების ძლიერი ტენდენცია აშკარად იგრძნობა შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნის დასაწყისამდე შექმნილ ყველა ტექსტში.

ამასთან ერთად ფედოტ ელჩინისა და პ.ს.უვაროვას საგზაო ჩანაწერების ტექსტზე დაკვირვებიდან  ჩანს, რომ XX საუკუნემდე არ არსებობდა რუსულ ენაზე უცხოური სიტყვების გადაცემის არანაირი ნორმები. ხშირად ქართული ლექსიკის ფიქსატორები ეყრდნობოდნენ მხოლოდ თავიანთ სმენით აღქმას, ენობრივ ალღოს, რაც იწვევდა ქართული სიტყვების ფონეტიკურ დამახინჯებას.

მხოლოდ XX საუკუნის 30-იან წლებში რიგი სპეციალური სამთავრობო დადგენილებით ნაწილობრივ დალაგდა ქართული ტოპონიმების რუსულ ენაზე გადაცემის სისტემა, რომლის ძირითადი პრინციპი გახდა რუსული წარმოთქმისა და დამწერლობის მაქსიმალური დაახლოება ქართულ წარმოთქმასთან. მიუხედავად ამისა, დღესაც ქართული ლექსიკის რუსულ ენაზე გადმოცემის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, რადგან ამა თუ იმ ქართული სიტყვისთვის რუსული ფორმის შერჩევაზე ხშირად გავლენას  ახდენენ  ექსტრალინგვისტური ფაქტორები.

აგრეთვე ბოლო წლებში საზღვარგარეთ    გამოსულ რუსულენოვან პუბლიკ­­ა­ცი­ებში გახშირდა ქართული ონომასტური ლექსიკის ადაპტირებული ფორმები. გასარკვევია, ეს დროებითი მოვლენაა, თუ წინა საუკუნეების ტრადიციების აღორძინება.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა