სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია მოწყობილი 2024 წლის 13 ივნისს 16:00 საათზე 220 აუდიტორიაში ჩაატარებს სემინარს თემაზე: "რეგიონში უმაღლესი განათლების სპეციალისტთა მოთხოვნის პროგნოზირების ამოცანის აქტუალურობის თეორიული დასაბუთება"

რეგიონული განვითარების პრობლემებს შორის, ყველაზე საპასუხისმგებლო პრობლემაა ეკონომიკური პრობლემები, რადგან რეგიონული ეკონომიკა წარმოადგენს ქვეყნის ფუნქციონირების ძირითად საყრდენს და განსაზღვრავს იმ კანონზომიერებას, რომლითაც სისტემურად არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ქვეყნის რეგიონების მრავალ ეკონომიკურ სისტემასთან და ინფრასტრუქტურასთან. ეკონომიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების ეფექტურად ფუნქციონირების და  ფინანსური მენეჯმენტის ადგილზე განხორციელებისათვის, პირველ რიგში საჭიროა, უმაღლესი ტექნიკური და ფინანსური განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრი. რეგიონის სტრატეგიული განვითარება დინამიური პროცესია, ამიტომ, შეუძლებელია აღნიშნული კადრის მომზადების საკითხი გადაწყდეს ცალსახად. ეს პროცესი მოითხოვს კვლევებისა და შესაფერისი გადაწყვეტილების  მიღების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ამისათვის საჭიროა, მეცნიერული მიდგომა, რომელიც პროგნოზირების ამოცანების საშუალებით უნდა გადაწყდეს.

ნაშრომი ეხება ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტთა მომზადების პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც დამოკიდებულია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან და ნაკარნახევია უმაღლესი ტექნიკური განათლების დღევანდელი მსოფლიო ტენდეციებითა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკური და საინჟინრო–ტექნიკური პროცესებით.

კვლევის ობიექტი: აჭარის რეგიონი თავისი სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით.

კვლევის საგანი: აჭარის რეგიონში არსებული საწარმოო და ბიზნეს ობიექტების ფუნქციონირების მახასიათებელი ნიშან თვისებების კვლევა.

კვლევის  მიზანი: აჭარის რეგიონის შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის სისტემის კონცეფციის დამუშავება.

კვლევის ამოცანა: აჭარის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მენეჯმენტის კონცეპტუალური მოდელის დამუშავების ხელშემწყობი სოციოლოგიური კვლევის მეთოდის დამუშავება, მისი ანალიზის განხორციელება, ფორმალიზებული მოდელის შედგენა; საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩართულობა სოციალურ–ეკონომიკური მენეჯმენტის რეალიზებაში.

ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რეგიონული მართვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება და მათთვის შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს პირობების შექმნა. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები, შეიქმნან საკუთარი კარიერა მიღებული ცოდნის სფეროში.

ახალგაზრდების ინტერესების დაცვისა და შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის პირობების შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის და თუნდაც ქვეყნის ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური თუ პოლიტიკური პროგრესისათვის; მისი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის.

საკვანძო სიტყვები: შრომის ბაზარი, ტექნიკური განათლება, პროგნოზირება, ახალგაზრდა სპეციალისტები...

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა