სემინარები

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ასმათ არძენაძე ამა წლის 28 ივნისს, 12 საათზე, 22-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "ვერბალური აგრესიის სტრატეგია ინტერნეტკომუნიკაციაში ვერბალური ზემოქმედების ლინგვისტური ასპექტები".

თანამედროვე ციფრულ სამყაროში,  სადაც ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ონლაინ კომუნიკაციებში აგრესიისა და კონფლიქტის საკითხების განხილვა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ვირტუალური პლატფორმები კომუნიკაციისა და ურთიერზემოქმედების უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს და ამავდროულად ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე გვაყენებს. ჩვენი მიზანია ინტერნეტკომუნიკაციაში აგრესიის სხვადასხვა ასპექტის შესწავლა და გაანალიზება, რისთვისაც განვიხილავთ ონლაინ სივრცეში აგრესიული ქცევის მაგალითებს და მათ შედეგებს კომუნიკაციის მონაწილეებზე, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევის სტრატეგიების შემუშავებაში. ამასთანავე შევეცდებით, გავაანალიზოთ გლობალურ ქსელში  აგრესიის სოციალური, ფსიქოლოგიური და ეთიკური ასპექტები.

ჩვენი შესწავლის საგანია ირიბი სამეტყველო აქტები, რომელშიც ვერბალური აგრესია გამოხატულია კითხვითი კონსტრუქციებით.  ცნება ირიბი სამეტყველო აქტი  ეფუძნება ენობრივი ფორმის პირველადი (პირდაპირი) და მეორადი (კომუნიკაციური) მნიშვნელობის დაპირისპირებას. ჯ.რ. სერლის განმარტებით, „ირიბი სამეტყველო აქტების მიზანი იმის გარკვევაა, თუ როგორ შეუძლია მოსაუბრეს რაიმე გამოთქმის დახმარებით გამოხატოს არა მხოლოდ ის, რასაც ის პირდაპირ ნიშნავს, არამედ სხვა რამეც. და რადგან გამოთქმის მნიშვნელობა ნაწილობრივ მდგომარეობს მსმენელის მიერ ადეკვატურად აღქმის  მიღწევის განზრახვაში, აღნიშნული პრობლემა ძირითადად მიდის იქამდე,  თუ როგორ ხდება მსმენელისთვის შესაძლებელი ირიბი სამეტყველო აქტის გაგება, როდესაც მოსმენილი  და თითქოს გაგებული წინადადება ნიშნავს კიდევ უფრო მეტს“.

როცა  ონლაინ კომუნიკაციებში ვაწყდებით აგრესიის გამომხატველ ირიბ კითხვებს, მნიშვნელოვანია შევაფასოთ კომუნიკაციის კონტექსტი და ტონი, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა