სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ბესიკ ციცაგი ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ასაკი და მოძრაობითი აქტივობა“. სემინარი ჩატარდება 22 ივლისს, 14:30 საათზე, აუდიტორია № 56

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ბესიკ ციცაგი ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: ასაკი და მოძრაობითი აქტივობა“. სემინარი ჩატარდება 22 ივლისს, 14:30 საათზე, აუდიტორია № 56

ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა დიდწილად განაპირობებს არამარტო ადამიანის ცხოვრების წესს და ხარისხს, არამედ მის როლსა და ფუნქციას საზოგადოებაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა მოძრაობითი აქტივობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სწორ ფუნქციონირებასთან. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, იგი შედგება ძვლოვანი სისტემის, სახსრების, მყესების, ჩონჩხის კუნთებისაგან და ფლობს დიდ ანატომიურ და ფუნქციურ რეზერვებს.

ცნობილია, რომ ადამიანის ყველა ფიზიკური და ფსიქიკური რეაქცია საბოლოოდ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ცნობილია ისიც, რომ ნაკლებად მოძრავი მოზარდები ხშირად ჩამორჩებიან განვითარებაში. მათ სუსტ კუნთებს არ ძალუძთ დაიკავონ სხეული სწორ მდგომარეობაში, რის გამოც ჩნდება ხერხემლის გამრუდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის, საჭმლის მონელების ნორმალური მოქმედების დარღვევა.

ასაკის მომატებასთან ერთად, საუბარია საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებზე, მოძრაობითი აქტივობა ქვეითდება და ძნელდება, რის გამოც იწყება მანკიერი წრე: რაც უფრო ძნელდება იგი და რაც უფრო ძნელია - მით უფრო ნაკლებია. ამრიგად, ადამიანის მოძრაობითი აქტივობის დონე (გარკვეულ საზღვრებში) შესაბამისობაშია მის ჯანმრთელობასთან და პირიქით.

წარმოდგენილი სემინარი  “ასაკი და მოძრაობითი აქტივობა" სწორედ ამ საკითხებს ეხება და ბევრ საინტერესო თეორიულ საკითხთან ერთად იძლევა პრაქტიკულ რჩევა-დარიგებებს ვარჯიშთა პრაქტიკული დემონსტრირების საფუძველზე.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა