სემინარები

2024 წლის 22 ივლისს 14:00 საათზე, 56-ე აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე წარმოადგენს სამეცნიერო სემინარს თემაზე: “წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში”

2024 წლის 22 ივლისს 14:00 საათზე, 56-ე აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე წარმოადგენს სამეცნიერო სემინარს თემაზე: წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი დაძლევის გზები დაწყებით კლასებში”

წიგნიერების საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საკმაოდ მარტივია ტექსტში მოცემული ინფორმაციის შინაარსობრივი გაგება. თუმცა, რაც შეეხება  ტექსტთან დაკავშირებულ მსჯელობას, არგუმენტირებას, შეფასებას, დასკვნების გაკეთებას და, ზოგადად, ტექსტის გააზრებას, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება. ფაქტია ისიც, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წიგნიერი უნარ-ჩვევების ფლობა. წიგნიერების უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეები სწრაფად სწავლობენ არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ სხვა საგნებსაც. გარდა ამისა, ისინი გამოირჩევიან ემპათიის გრძნობით, პოზიტიური  სოციალური ურთიერთობითა და  თანამშრომლობის უნარებით. ამიტომ წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს დაწყებით კლასებში, როცა საფუძველი ეყრება ამ უნარების ჩამოყალიბებას.  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  გაგება-გააზრების უნარის განვითარების  პროცესი არ არის მარტივი და თავისთავად განვითარებადი, შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება ხანგრძლივად ისწავლება. გააზრების უნარ-ჩვევებს/სტრატეგიებს შევსება, გამდიდრება, გაძლიერებასდა უწყვეტი გადახალისება სჭირდება.

ჩვენი  მიზანია, გამოვყოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც  იკვეთება წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით დაწყებით კლასებში და გავაანალიზოთ მათი გამომწვევი მიზეზები.  შევაფასოთ სხვადასხვა სტრატეგიის   გამოყენების  ეფექტურობა ტექსტის გაგება-გააზრებისა და წიგნიერების დონის ამაღლების თვალსაზრისით,  გამოვყოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ შესაბამისი უნარების განვითარებასა  და დახვეწას სწავლების დაწყებით საფეხურზე.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა