საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია
(სასემინარო თემა)
ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებადაა შესწავლილი XVII-XVIII საუკუნეების საპაიო კომპანიების ისტორია. ჩვენ ნაწილობრივ შევისწავლეთ ინგლისის, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის და ლევანტის საპაიო კომპანიების ისტორია. (1, 2, 3), ხოლო საფრანგეთის საპაიო კომპანიის შესწავლისას გამოვიყენეთ უცხოელი ავტორების : კამინკას ა., კულიშერის ი. , ლოპო-დანილოვსკის ა., სმიტის ა., ტარასოვის ი., ჩერკასოვის პ. შრომები.
ირკვევა, რომ საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია იყო ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის ქონება 285 მილიონ ლივრს შეადგენდა. ის ფინანსურად წინ უსწრებდა სხვა ინგლისის, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანიებს.
მეფე ლუი XIV თვითონ ყოფილა აქციონერი და ამოტომ აქტიურად მონაწილებდა კომპანიის ფინანსურ ოპერაციებში. ის კომპანიის ვაჭრებს მატერიალურ და იურიდიულ მხარდაჭერას უწევდა. მათ დასაცავად აფრიკის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის მიმართულებით თავისი ხარჯით სამხედრო გემებსაც აგზავნიდა.
კომპანიის აქციონერები იყვნენ მეფის გარდა მისი ქვეშევრდომები: დედოფალი, დოფინ კოლბერი, კანცლერი პიერ დე სეგიე, თავადაზნაურობა, მერები, მდიდარი ქალაქელები.
კომპანიის წევრთა უფლებები: დირექტორთა საბჭოს არჩევა, ხმის მიცემის უფლება და
ა. შ. განისაზღვრებოდა კომპანიის წევრთა მატერიალური მდგომარეობით, მათ მიერ კომპანიაში შეტანილი წილის მიხედვით.
კომპანიას ექვსი ოფისი ჰქონდა გახსნილი: პარიზში, რუანში, ბორდოში, ჰავრში, ლიონსა და ნანტში.
საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის წყალობით აღმოსავლეთიდან შემოდიოდა დიდძალი სიმდიდრე: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, მარჯანი, ძვირფასი ქსოვილები, სხვადასხვა სანელებლები და ა. შ, რომელიც დიდ მოგებას უტოვებდა ქვეყანას.
ირკვევა, რომ საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია განსხვავდებოდა სხვა ბრიტანული, ჰოლანდიური, დანიური ოსტ-ინდოეთის კომპანიებისაგან, თავისი მატერიალური მდგომარეობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის იყო ყველაზე მდიდარი კომპანია. მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა თავისი მონოპოლია აღმოსავლეთში, პირველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი უწევდა კონკურენციას, გარდა ამისა კომპანიაში აქციონერები უმეტესობა მსხვილი ვაჭრები არ იყვნენ, კოლონიებში ვერ უზრუნველყვეს ერთიან მმართველობა, რის შედეგადაც კომპანია 1795 წელს დაიშალა.
საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანი უმდიდრესი კომპანია იყო, რომელიც წინ უსწრებდა სხვა: ინგლისის, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანიებს. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება აღინიშნოს რომ, ფრანგული ოსტ-ინდოეთის კომპანიის საწყისი კაპიტალი შეადგენდა 15 მლნ ლივრს, ინგლისის ოსტ-ინდოეთის -6 მლნ 429 ფუნტ სტერლინგს, ხოლო ჰოლანდიისას- 540 ათას გულდენს.
საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის (1643- 1615 წწ) ინიციატივით და ფინანსთა მინისტრის ჟან ბატისტ კოლბერის მხარდაჭერით 1664 წელს ინგლისელთა და ჰოლანდიელთა მსგავსად შეიქმნა საფრანგეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რისთვისაც შეიკრიბა 119 ქალაქის ვაჭართა წარმომადგენელი, აქედან 300 იყო პარიზიდან.
ლუისმა შესთავაზა მათ, რომ ახალი კომპანიის საწყისი კაპიტალი დაეწესებინათ 15 მილიონი ლივრი, რომელიც აქციონერებს სამი წლის განმავლობაში უნდა შეეტანათ. სახელმწიფო დათანხმდა პირველი შესატანი ყოფილიყო 3 მილიონი ლივრი, კიდევ დამატებით - 300 ათასი ლივრი პირველი ექსპედიციის აღჭურვისავის. მეფე ასევე დათანხმდა დამატებით ყოველ ჯერზე 300 ათასი ლივრი შეეტანა თუ კერძო აქციონერები (ვაჭრები-ი.ბ) 400 ათასს ლივრს შეიტანდნენ. (Смит А, 2009, გვ.27 )
როგორც ირკვევა, მეფე თვითონ გახდა აქციონერი და აქტიურად მონაწილებდა კომპანიის ფინანსურ საქმეებში. კომპანიში აქციები შეჰქონდა მეფის გარდა მის ქვეშევრდომებს: დედოფალს, დოფინ კოლბერს, კანცლერ პიერ დე სეგიეს, თავადაზნაურობას, მერებს, მდიდარ ქალაქელებს . კომპანიაში პაის სახით პრინცებმა და კანცლერმა შეიტანეს 20-50 ათასი ლივრი. პირადად კოლბერმა -ფინანსთა მინისტრმა შეიტანა 30 ათასი ლივრი, ხოლო მსხვილი ქალაქებიდან შეგროვდა რამოდენიმე ათასი ლივრი. სულ შეგროვდა 6, 6 მლნ ლივრი. აქედან კერძო პირთა კაპიტალი შეადგენდა 3, 6 მლნ ლივრს. (Кулишер . 2004, გვ.331)
როგორც ჩანს, საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიის შემადგენლობა არ იყო ერთგვაროვანი. პაი შეჰქონდა ვაჭრებს, მეფეს, მეფის ქვეშევრდომებს-მდიდარ ადამიანებს. ვინაიდან დიდი იყო მეფის დაინტერესება აღმოსავლეთის სიმდიდრით: ოქროს საბადოებით, ფულით, ძვირფასეულობით სწორედ ამიტომ ის აქტიურად ჩაერეოდა კომპანიის საქმეებში.
დადგინდა, რომ კომპანიას უხელმძღვანელებდა 12 დირექტორთა საბჭო, რომელსაც აირჩევდნენ იმ ვაჭართა რიგებიდან, რომელთაც 20 ათას ლივრზე მეტი აქცია ექნებოდა, ხოლო ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ინვესტორებს, რომლებსაც 6 ათას ლივრზე მეტი თანხა ჰქონდათ შეტანილი კომპანიაში. დირექტორთა საბჭო იმყოფებოდა თავდაპირველად პარიზში.
გამოდის რომ კომპანიის წევრთა უფლებები: დირექტორთა საბჭოს არჩევა, ხმის მიცემის უფლება და ა. შ. განისაზღვრებოდა კომპანიის წევრთა მატერიალური მდგომარეობით, მათ მიერ კომპანიაში შეტანილი წილის მიხედვით.
კომპანიის დაარების თარიღია 1664 წელი. ამა წლის 27 აგვისტოს პარიზის პარლამენტს წარუდგინეს „მეფის დეკლარაცია აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის დაარსების შესახებ“, ხოლო 1 სექტემბერს იგი საზეიმოდ დაამტკიცა დეპუტატებმა. ეს დეკლარაცია მოიცავდა 48 მუხლს. აქ შევჩერდებით ზოგიერთ მათგანზე:
მუხლი 36. „კომპანიას უფლება ჰქონდა საფრანგეთის მეფის სახელით გაეგზავნა ელჩები ინდოეთისა და მადაგასკარის მმართველებთან; გამოეუცხადებინა ომი ან მშვიდობა, ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა საფრანგეთის ვაჭრობის ხელშეწყობისათვის.“
მუხლი 37.„ზემოხსენებულ კომპანიას შეეძლო საქმიანობა კეთილი იმედის კონცხიდან მაგელანის სრუტემდე, ყველა სამხრეთის ზღვაში. მეფის ნებართვით კომპანიას მოქმედების ვადა 50 წლით მიეცა და ათვლა იწყებოდა იმ დღიდან, როცა კომპანიის მიერ აღჭურვილი პირველი გემები აღმოსავლეთისკენ გაემართებოდა. კომპანიას უფლება ჰქონდა თავისუფლად წარემართა ვაჭრობა და ნავიგაცია ზემოაღნიშნულ წყლებში. ამავდროულად ამ რეგიონში ნებისმიერი ფრანგული გემის დასაცავად გაიგზავნებოდა კილექტორი (სახედრო გემი-ი.ბ), რათა არ წაერთმიათ საქონელი და არ შეეფერხებინათ მათი ნავიგაცია“.
მუხლი 38. „კომპანიის გემების მიერ აღმოჩენილი ყველა მიწა და კუნძული სამუდამოდ დარჩებოდა მათ მფლობელობაში. კომპანიის მიწებზე მართლმსაჯულებასა და კანონიერ უფლებებს განახორციელებდა კომპანიის წარმომადგენლები. თავის მხრივ, საფრანგეთის მეფეს ჰქონდა სრული უფლება მაღაროებზე, ოქროს საბადოებზე, ფულსა და ძვირფასეულობებზე, ისევე როგორც კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა საქონელზე. მეფე პირობას დებდა, რომ სენიორის უფლებას გამოიყენებდა მხოლოდ ქვეყნის ინტერესებისათვის“.
მუხლი 40. “საფრანგეთის მეფე ჰპირდებოდა კომპანიას დაეცვა მისი წარმომადგენლები და მათი ინტერესები ყველგან და ყველასაგან, გამოიყენებდა იარაღის ძალას კომპანიის თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის მხარდასაჭერად; მოსპობდა ნებისმიერ სიძნელეებს ან არასათანადო მოპყრობის მიზეზებს; კომპანიის ხომალდებსა და ტვირთებს გააგზავნიდა თავისი ხარჯებით და იმდენ სამხედრო ხომალდს გააყოლებდა, რამდენიც კომპანიას დასჭირდებოდა და არა მხოლოდ ევროპისა და აფრიკის სანაპიროებზე, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის წყლებშიც“.
მოტანილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მეფე მხარდაჭერას უცხადებდა ოსტ-ინდოეთის კომპანიას, მისი მეწილე იყო, ამიტომ ის სრულ მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევდა კომპანიის ვაჭრებს. მზად იყო მათ დასაცავად აფრიკის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის მიმართულებით თავისი ხარჯით სამხედრო გემებიც კი გაეგზავნა.
კომპანია სიძნელეებიც ექმნებოდა, ვარდებოდა ზარალშიც კი, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოგების მიღების სურვილი, რომ პოულობდნენ გამოსავალს, ასე მაგალითად, 1467 წელს დირექტორებმა ერთად გაუგზავნეს ლუი XIV-ეს ცნობა, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდებოდა , თუ მეფე ახალ ინვესტიციებს არ ჩადებდა და არ აღმოუჩენდა დახმარებას, რასაც შეიძლება გამოესწორებინა საქმე. ლუი ფულის მიცემას დათანხმდა. 1667 წლის თებერვლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, კომპანიის მთლიანმა ხარჯებმა შეადგინა 4 991 000 ლივრი, ხოლო აქციონერებმა მხოლოდ 3 196 730 ლივრი შეიტანეს. ამრიგად, ოსტ-ინდოეთის კომპანიას ჰქონდა დეფიციტი 1,794270 ლივრი, რამაც გაართულა კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების და მომწოდებლებისთვი პაის გადახდა.
მეფე, როდესაც გაეცნო კომპანიაში შექმნილ ვითარებას, შეკრიბა აქციონერები და დაარწმუნა ისინი გაეთვალისწინებინათ შექმნილი პირობები."ნახევარ გზაზე ვერ დავტოვებთ შეიძლება. მე, როგორც ერთ-ერთი მეწილე, ასევე განვიცდი ზარალს, მაგრამ ახალი აქტივებით შეგვიძლია ვეცადოთ ჩვენი თანხის დაბრუნება“ ე.ი საქმის გამოსწორება (ი.ბ)
საბოლოოდ, 1668 წლის 20 მარტს, მოვიდა ინფორმაცია გენერალ -გუბერნატორ კარონისგან, რომელიც იტყობინებოდა, რომ ექსპედიციამ წარმატებით მიაღწია ინდოეთს, ვაჭრობა საკმაოდ წარმატებულად წარმართულა , მოგების საშუალო მაჩვენებელი 60% ავიდა. წერილში ასევე აღწერილი იყო მადაგასკარში ვაჭრობის მდგომარეობა გაუმჯობესებული ყოფილა. ამ სიახლემ განაპირობა ის, რომ მეფემ კიდევ 2 მილიონი ლივრის ინვესტირება მოახდინა, რამაც გადაარჩინა კომპანია გაკოტრებისგან და აქციონერებს საშუალება მისცა დაეფარათ ყველაზე მოთხოვნადი ვალები.
მეფემ ფინანსთა მინისტრის კოლბერის რჩევით, ასევე გადაწყვიტა აქციონერებისთვის მოგების სახით 10 პროცენტი გადაეხადა.
ამ მოვლენამ გამოიწვია აქციონერთა რიგებში გაწევრიანების მსურველთა მკვეთრი ზრდა, სამ თვეში უფრო მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე წინა 5 წელიწადში. ახლა ვაჭრებმა მოიწონეს კოლბერისა და მეფის წინდახედულება და ფული მდინარესავით მოედინებოდა. ბევრი იყო მსურველი აღმოსავლეთთან ვაჭრობისათვის თავისი კაპიტალიც კი გაერისკა.
1704 წლის დეკრეტით კომპანიაში შეიქმნა სარევიზიო კომისია 5 აქციონერის შემადგენლობით, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც უნდა შეესწავლა კომპანიის ყველა სესხები და ანგარიში ჩაებარებინა საერთო კრებისათვის (Каминка. 1902 გვ. 256-257) ე.ი. კონტროლის ქვეშ იყო კომპანიის ყველა შემოსავალი და გასავალი.
დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთის საპაიო კომპანია ითვლებოდა მდიდარ და საიმედო ობიექტად ინვესტირებისა. ვოლტერმაც კი შეიტანა თავისი დაგროვილი თანხის ნაწილი აღნიშნულ საპაიო კომპანიაში.
საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიას აღმოსავლეთში დიდ კონკურენციას უწევდა ინგლისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა თავის საქმიანობას იქედან, იმდენად დიდი სიმდიდრე შემოჰქონდა, მაგრამ XVIII საუკუნის შუა ხანებში კომპანია ჩავარდა სიძნელეებში . ინდოეთში ფრანგული გავლენის შემდგომი გაძლიერების გზას ხელი ბრიტანული აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ შეუშალა.
1756-1763 წლების შვიდწლიანი ომის დროს ბრიტანელებმა მთელი რიგი დამარცხებები მიაყენეს ფრანგებს და მათ ინდოელ მოკავშირეებს, დაამყარეს სრული კონტროლი მთელ ბენგალიაზე. აქ ინგლისის ჯარის მეთაურმა რობერტ კლაივმა დიდი დარტყმა მიაყენა საფრანგეთს. რის შედეგად, საფრანგეთმა მიატოვა მეტოქეობა დიდ ბრიტანეთთან ინდოეთში, რამაც გამოიწვია ფრანგული აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის ლიკვიდაცია 1769 წელს. კომპანიის ქონება 30 მლნ ლივრი გადაეცა სმეფო ხაზინას. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო კომპანიის ვალების დაფარვა.
1785 წელს, მას შემდეგ რაც კომპანიის დავალიანება დაფარა სახელმწიფომ, ფინანსისტის შარლ ალექსანდრა დე კალონნას რჩევით ფრანგულმა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ განაახლა თავისი საქმიანობა სახელწოდებით "Compagnie des Indes orientales et de la Chine" _“აღმოსავლეთ ინდოეთის და ჩინეთის კომპანია“ , რომლის კაპიტალი შეადგენდა 20 მილიონ ლივრს. შემოიტანეს 40 ათასი ლივრი. სამეფო ბრძანებულებამ დაადასტურა კომპანიის მონოპოლიური უფლებები ვაჭრობაზე "კეთილი იმედის კონცხის აღმოსავლეთით". შვიდი წლის განმავლობაში კომპანიას შეეძლო განეახლებინა თავისი საქმიანობა ინდოეთში, სიამაში, ინდოჩინეთში, ჩინეთში და იაპონიაში ფრანგულმა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ სწრაფად გაზარდა თავისი ბიზნეს საქმიანობა, აღჭურვა 15 სავაჭრო გემი. აქციონერთა შემოსავალი 1788 წელს შეადგენდა 18%-ს, ხოლო 1789 წელს - მათი საწყისი ღირებულების 16%-ს. 1790 წლის აპრილისთვის ერთი წილის ღირებულება გაიზარდა ერთნახევარჯერ და შეადგინა 1,5 ათასი ლივრი. (Смит . 2009. გვ.48).
მე-18 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციის დროს, 1790 წლის 3 აპრილის ეროვნული ასამბლეის ბრძანებულებით, საფრანგეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ დაკარგა სავაჭრო მონოპოლია. იაკობინების დიქტატურის დამყარებით ყველა სააქციო საზოგადოების საქმიანობა აიკრძალა. საფრანგეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია დაადანაშაულეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში და გაანადგურეს, მისი ლიდერები დააპატიმრეს და გილიოტინა მოახდინეს. კომპანიის მთელი ქონება (28,5 მილიონი ლივრის ღირებულების) ყადაღის ქვეშ მოექცა. იაკობინელების დიქტატურის დაცემის შემდეგ საფრანგეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის საქმიანობის განახლების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1795 წელს კომპანიის ყოფილმა აქციონერებმა, რომლებმაც მოახერხეს მხოლოდ 3 სავაჭრო გემის დაბრუნება სეკვესტრიდან, გადაწყვიტეს კომპანიის საბოლოო დაშლა.
ამრიგად, საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია იყო ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის ქონება 285 მილიონ ლივრს შეადგენდა. ის ფინანსურად წინ უსწრებდა სხვა ინგლისის, ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანიებს.
მეფე ლუი XIV თვითონ ყოფილა აქციონერი და აქტიურად მონაწილებდა კომპანიის ფინანსურ საქმეებში. ის სრულ მატერიალურ და იურიდიულ მხარდაჭერას უცხადებდა კომპანიის ვაჭრებს. მზად ყოფილა მათ დასაცავად აფრიკის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის მიმართულებით თავისი ხარჯით სამხედრო გემებიც კი გაეგზავნა.
კომპანიში აქციები შეჰქონდა მეფის გარდა მის ქვეშევრდომებს: დედოფალს, დოფინ კოლბერს, კანცლერ პიერ დე სეგიეს, თავადაზნაურობას, მერებს, მდიდარ ქალაქელებს.
კომპანიის წევრთა უფლებები: დირექტორთა საბჭოს არჩევა, ხმის მიცემის უფლება და ა. შ. განისაზღვრებოდა კომპანიის წევრთა მატერიალური მდგომარეობით, მათ მიერ კომპანიაში შეტანილი წილის მიხედვით.
კომპანიას ექვსი ოფისი ჰქონდა გახსნილი: პარიზში, რუანში, ბორდოში, ჰავრში, ლიონსა და ნანტში.
საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის წყალობით აღმოსავლეთიდან მოედინებოდა დიდძალი საქონელი: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, მარჯანი, ძვირფასი ქსოვილები, სხვადასხვა სანელებლები და ა. შ, რომელიც უტოვებდა დიდძალ მოგებას ქვეყანას.
ირკვევა, რომ საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია განსხვავდებოდა სხვა ბრიტანული, ჰოლანდიური, დანიური ოსტ-ინდოეთის კომპანიებისაგან, თავისი მატერიალური მდგომარეობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის იყო ყველაზე მდიდარი კომპანია. მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა თავისი მონოპოლია აღმოსავლეთში, პირველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი უწევდა კონკურენციას. რის შედეგადაც კომპანია 1795 წელს დაიშალა. როგორც ირკვევა ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანია დიდ კონკურენციას უწევდა გარდა საფრანგეთისა, პორტუგალიის, ჰოლანდიის, დანიის ოსტ-ინდოეთის კომპანიებს, რის შედეგადაც ინგლისმა მოიპოვა მონოპოლია აღმოსავლეთში. მაგრამ მიუხედავად ამისა აღნიშნულმა კომპანიებმა, თავისი არსებობის მანძილზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აღმოსავლეთის კოლონიურ ექსპანსიაში და თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
1.Beltadze. I. (2023). From the history of Levant Bonding Company. Publishing house ”Science Journals” History, Arcaeology, Etnology. , No IX. (P.351-363)
2.ი.ბელთაძე. (2022) ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის კომპანია. ცხუმ -აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტომი 22, . თბილისი.( გვ.70-80).
3.ი.ბელთაძე. (2022) ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის სათავეებთან. ბსუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე., ტ.V , №1. ბათუმი.(გვ.68-80)
4.Каминка А.И. (1902) Акционерные компании. Юридическое исследованиею Т.I. СПБ. (стр.287-288)
5.Кулишер И.М .(2004) История экономического быта Западной Европы т.1-2- Челябинск (стр.13-31)
6. Лоппо-Даниловский А.С. (1899) Русские промышленные и торговые компании в первой половине XVIII столетия-СПБ. (стр.17-27)
7. Смит А. (2009) Исследование о природе и причинах богатство народов. Перевод с английского В.С. Афанасьева, М., (Стр.27)
8.Тарасов И.Т.(2000) Ученые об Акционерных компаниях. М., (стр.94-95)
9.Черкасова П.П. (1983) Очерк колониальной экспансии во Франции в XVI-XX вв. М.,1983
უკან |