სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ჯემალ კარალიძე 2024 წლის 24 ივლისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე „აფხაზთა მუჰაჯირობის საკითხისათვის“

კავკასიას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახლო თუ შორეული მეზობლების საგარეო პოლიტიკაში. XVI ს. კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩაება რუსეთის სახელმწიფოც,  რონელმაც კარგად გამოიყენა კავკასიაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ფაქტორები, ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და XIX ს. დამდეგიდან გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია.  მოვლენათა ასეთმა განვითარებამ აფხაზეთის მთავარსაც უბიძგა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლისკენ.  ქელეშბეგ შარვაშიძემ 1806 წ. მფარველობის თხოვნით რუსეთს მიმართა, ხოლო 1810წ.  მისმა მემკვიდრე გიორგი შარვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ძირითადად პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი იყო აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძეც (1823-1864 წწ.), თუმცა ყირიმისა და კავკასიური ომების დასრულების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება მაინც გადაწყვიტა. ამის ძირითადი მიზეზი აფხაზეთში (და საერთოდ კავკასიაში) რუსეთის კოლონიური ინტერესები იყო.

სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება გეგმაზომიურად შეუდგა აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის აყრასა და გასახლებას, რათა რუსი და რუსულენოვანი კოლონისტებისათვის გამოეთავისუფლებინა სივრცე ამ მნიშვნელოვან მხარეში (მუჰაჯირთა სურათები დანართი 1). მუჰაჯირობის პირველი დიდი ტალღა აფხაზეთიდან განხორციელდა 1867 წელს, რომ სამშობლო დატოვა დაახლოებით 20 000 აფხაზმა და ოსმალეთში გადასახლდა. მუჰაჯირთა მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაში დამკვიდრდა, (აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში-დანართი 2), რომელიც იმჟამად ოსმალეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ აფხაზეთიდან მასობრივად  მუჰაჯირად წასვლა კიდევ რამდენჯერმე მოხდა. 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, (დანართი 3)როცა აჭარა რუსეთის  შემადგენლობაში აღმოჩნდა, აქ გადმოსახლებულ აფხაზებს მეორედ მოუწიათ აყრა-გადასახლება.

ნაშრომში საარქივო და საველე მასალებზე დაყრდნობით არსებული ისტორიოგრაფიის გამოყენებით განხილულია აფხაზთა აჭარაში მუჰაჯირობის  პროცესი და აჭარადან ოსმალეთში გადასახლება (აფხაზებთან ველზე მუშაობა ფოტოები: ა) აჭარაში (დანართი 4)  ბ) თურქეთში (დანართი 5)) მოცემულია ამ მოვლენის მიზეზები, ეტაპები, განსახლების არეალი (როგორც აჭარაში, ისე ოსმალეთში), ამ ტრაგიკული მოვლენის შედეგები და თანამედროვე რეალობა.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა