სემინარები

უმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი კახაბერ ქამადაძე ამა წლის 26 ივლისს ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზ "გონიო-აფსაროსის ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიციის მიერ განხორციელებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების ძირითადი შედეგები"

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში განხორციელებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლენილი შენობა-ნაგებობათა ნაშთები და თანმხლები არქეოლოგიური მასალა წარმოადგენს უძვირფასეს წყაროს არამარტო გონიო-აფსაროსის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჯერ რომაულ-ბიზანტიურ, ხოლო მოგვიანებით აღმოსავლურ სამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის, ყოფისა და კულტურის შესწავლის თვალსაზრისით. წარმოდგენილი სემინარის მიზანია წარმოაჩინოს ბოლო წლებში (2022-2024 წწ) ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ციხის ტერიტორიაზე განხორციელებული ინტერდისციპლინური კვლევების ძირითადი შედეგები. ექსპედიცია ამ წლებში ოთხ უბანზე მიმდინარეობდა და საინტერესო აღმოჩენებით აღინიშნა. არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ საკუთრივ რომაულ კულტურულ ფენაში გამოკვეთა ოთხი სამშენებლო ჰორიზონტი და ციხის გალავანზე უფრო ადრეული შენობის საძირკველი. გამოვლინდა მანამდე უცნობი არქეოლოგიური არტეფაქტები და (იუპიტერ დოლიქენუსის კულტი და მასთან დაკავშირებული საკულტო საგნები, ახალი აბანოების ნაშთები, რომაული და ბიზანტიური პერიოდის ქურა-სახელოსნოების ნაშთები და აშ). ამდენად ბოლო და წინა წლებში აღმოჩენილი  არქიტექტურული ნაშთებისა და თანმხლები ნივთიერი მასალების წერილობით წყაროებთან შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია რეგიონში მიმდინარე ისტორიული პროცესების  რეკონსტრუქცია ძვ.წ. VIII საუკუნიდან მოკიდებული თითქმის ჩვენს დრომდე.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა