სემინარში განხილული იქნება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები საქართველოში. ცნობილია, რომ ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის დიოქსიდი. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე გავლენას როგორც ბუნებრივი პროცესები - ვულკანები, ნიადაგის მტვერი, ტყის ხანძრები, ასევე ტექნოლოგიური პროგრესი - მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია.
საქართველოში ატმოსფერულ ჰაერს ძირითადად აბინძურებს - ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სოფლის მეურნეობის დარგები და სამრეწველო ობიექტები. ატმოსფერული ჰაერი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვიდან ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი დისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2,5).
განხილული იქნება ასევე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტატისტიკური მონაცემები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებათა - ქრონიკული და დაუზუსტებელი ბრონქიტი, ასთმა და ასთმური სტატუსი, ალერგიული რინიტი, ტრაქეის, ბრონქების, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე გავრცელების შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე, რა სარგებლობის მომტანია სუფთა ჰაერი ადამინიასათვის, როგორია ჰაერის დაბინძურების ჰიგიენური ღირებულება, ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა საქართველოში, ატმოსფეროს ჰაერის გაჯანსაღების ძირითადი ღონისძიებები.
პრეზენტაციაუკან |