სემინარები

22.11.2017. სასემინარო თემა: „კლიმატის გლობალური ცვლილებები და მისი ეფექტები საქართველოში" მომხსენებელი - ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე

სემინარი მოიცავს ინფორმაციას კლიმატის გლობალური ცვლილების რაობის, კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების, „სათბურის ეფექტის“ გამომწვევი გაზების და ასევე, როგორც დღეისათვის უკვე არსებული,  ასევე ცოცხალი და არაცოცხალი გარემოს მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ, ასევე საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგად დღეისათვის არსებული ყველაზე მეტად მოწყვლადი რეგიონების და აქ არსებული მდგომარეობის შესახებ.

ცნობილია, რომ ეს საკითხი გლობალური და მეტად აქტუალურია, რადგან მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწაზე თანამედროვე კლიმატის ცვლილება, კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის  გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან  განსხვავებით, ძირითადად გამოწვეულია ადამიანის საწარმოო  საქმიანობითა და ბუნებრივი რესურსების ინტენსიური  გამოყენებით, რაც იწვევს ატმოსფეროში ე.წ. “სათბურის  აირების” კონცენტრაციების ზრდას.

2009 წელს  ჩატარებულმა კვლევებმა („საქართველოს II ეროვნული ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციისადმი“, 2009) გამოავლინა ძირითადი კლიმატური პარამეტრების (ჰაერის საშუალო და ექსტრემალური ტემპერატურა, საშუალო წლიური ნალექები, ფარდობითი ტენიანობა, დატენიანების რეჟიმი და ქარი) ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კერძოდ, მეტეოროლოგიური სადგურების სტატისტიკურმა მონაცემებმა გამოავლინა ჰაერის საშუალო და ექსტრემალური ტემპერატურების ზრდა და ნალექების საშუალო წლიური ჯამის ცვლილება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

საქართველოში დაფიქსირებულია სამი ყველაზე მეტად მოწყვლადი რეგიონი. ესენია:

  • შავი ზღვის სანაპირო ზოლი, განსაკუთრებით ფოთი და ბათუმი;
  • დედოფლისწყარო (კახეთი), შიგა და ქვემო ქართლი;
  • სამეგრელო-ქვემო სვანეთი (ლენტეხის რაიონი.

საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა შავი ზღვის სანაპირო. გასულ საუკუნეში შავი ზღვის დონის აწევის საშუალო სიჩქარემ 2.6 მმ/წ შეადგინა. ასევე დადგენილია, რომ ქარის მაქსიმალური სიჩქარის ზრდის შედეგად ფოთსა და ბათუმში ძლიერი შტორმების (5-7 ბალამდე) სიხშირე უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა. სანაპირო ქალაქებიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მეტად მოწყვლადია ფოთი და ბათუმი.

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე დედოფლისწყაროში იმატა გვალვების სიმკაცრემ. გვალვიანი პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 54 დღიდან 72 დღემდე გაიზარდა, ხოლო ძლიერი ქარების განმეორებადობამ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან 5-ჯერ მოიმატა.უკანასკნელ წლებში გაიზარდა იმ დღეთა რიცხვი პერიოდში, როცა დღის მაქსიმალური ტემპერატურა >25ºC(ცხელ დღეთა რიცხვი). ასეთ დღეთა რიცხვი, მაგ., ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში გაიზარდა, შესაბამისად, 173 (დაახლოებით 10%) და 280 დღით (დაახლოებით 13%).

1985-2000 წწ. ცენტრალური კავკასიონის მყინვართა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ წლებში მყინვართა უკან დახევის საშუალო სიჩქარემ 8 მ/წელი შეადგინა, ხოლო მყინვართა ფართობმა 6-9%-ით დაიკლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში მყინვარის უკან დახევის ტემპმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

ტემპერატურის ზრდის პირობებში 2050 წლისათვის მეცნიერები ქვემო სვანეთში მყინვარის მთლიანად დნობასაც არ გამორიცხავენ. 

  კლიმატის ცვლილება და საქართველოს მოწყვლადი რეგიონები

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა