სემინარები

მემბრანული ნანოფილტრაციული მასალები და მემბრანული ტექნოლოგია. ბარომემბრანების სინთეზი. 30 ნოემბერი, 2017 წელი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში (გრიშაშვილის 5), აუდიტორია N-10, 14:00 სთ.

მემბრანული ნანოკომპოზიტიური მასალებისა და მემბრანული ტექნოლოგიის  ძირითადი მიმართულებებია: მემბრანული ნანოკომპოზიციური მასალების შემადგენლობა და თვისებები,  ნანოგანზომილებიანი შემავსებლები და მოდიფიკატორები, პოლიმერული მატრიციანი ნანოკომპოზიტები, კომპოზიტის - ნანონაწილაკი /პოლიმერი - ფორმირება, ნანოკომპოზიტების სტრუქტურისა და ფიზიკო-ქიმიური თვისებების კვლევის მეთოდები, მემბრანული პროცესების  მექანიზმები და მახასიათებლები, მემბრანული პროცესების კლასიფიკაცია და მათი მამოძრავებელი ძალები, პოლიმერები - როგორც მემბრანული მასალები, ბარომემბრანული პროცესები, დიფუზიური პროცესები, პერვაპორაცია - როგორც თხევადი ნარევების დაყოფის მეთოდი, მემბრანული დისტილირება, ბიოლოგიური მემბრანები, თხევადი მემბრანები, არაორგანული მემბრანები, მემბრანული ტექნოლოგია.

     ბარომემბრანების სინთეზი რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც მოიცავს: პოლიმერული მასალებისა და მისი კარგი გამხსნელის  შერჩევას, რომელიც ასევე კარგად უნდა იხსნებოდეს წყალში; ხსნარის კონცენტრაციის ოპტიმიზაციას; ფორის წარმომქმნელი  ნივთიერების შერჩევას; ხსნარის მომზადებას მემბრანის ფორმირებისათვის;  ხსნარის ფილიერში ჩასხმის პირობების დადგენას; ფილიერის  ნაპრალის შერჩევა მემბრანის სისქის დადგენისათვის; ფილიერით ხსნარის დაფენის სიჩქარის ოპტიმალური პარამეტრის დადგენა; საფენზე დაფენილი პოლიმერული ხსნარის ჰაერზე დაყოვნების დროისა და ტემპერატურის დადგენა; საკუაგულაციო ხსნარის შემადგენლობის ოპტიმიზაცია; კოაგულაციის სიჩქარის განსაზღვრა; მემბრანის საბოლოო ფორმირებისათვის გამრეცხი წყლის შემადგენლობისა და ტემპერატურის დადგენა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა