სემინარები

სასემინარო თემა: აჭარის ა.რ.-ის სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია, სემინარის ჩატარების დრო - 20 დეკემბერი, 2017 წელი, 17.00 საათი

თემის აქტუალობა: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად ძირეულად უნდა გარდაიქმნას საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც მოიცავს არა მარტო საკუთრების, არამედ საწარმოო ურთიერთობათა სხვა ფორმებსაც. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური პროცესების ორგანიზაცია, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი სწორად შერჩევა, დაფუძნება და ოპტიმალურად ფუნქციონირების პირობების შექმნა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს (მისი ერთ-ერთი რეგიონის – აჭარის) აგრარულ სექტორშიც, რომელიც რიგი თავისებურებებით, განვითარების ტენდენციებით, მეურნეობრიობის გამოცდილებითა და სხვა ფაქტორებით არსებითად განსხვავდება ეროვნული მეურნეობის სხვა სექტორებისაგან.

დღეს აჭარის რეგიონის სოფლის მეურნეობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სოფლად ეკონომიკისა თუ მთლიანობაში სასოფლო-სამეურნეო დარგის გამოცოცხლების კუთხით რაიმე წარმატებაზე საუბარი ნაადრევია.   მართალია,   საკანონმდებლო   დონეზე   მცირე   გლეხობის,   როგორც   სოფლად ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის, ინტერესები წინა პლანზე არის წამოწეული, თუმცა განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად მხოლოდ საკანონმდებლო მხარდაჭერა   საკმარისი   ნამდვილად   არ   არის.  

ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რა ახალი როლი უნდა შეასრულის სოფლის მეურნეობამ რეგიონის ეკონომიკაში ევროინტეგრაციის პირობებში გარდა იმ ტრადიციული შინაარსისა, რაც, ჩვეულებრივ, სურსათით უზრუნველყოფას ემსახურებოდა. საკითხი ეხება იმას, თუ რა პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სფეროს, აქვს თუ არა შეფარდებითი სავაჭრო უპირატესობები სოფლად წარმოებულ პროდუქციას და უნდა მიექცეს თუ არა მას განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დღევანდელი გლობალური სავაჭრო ურთიერთობები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი წარმოება ჩანაცვლებული იქნეს იაფი იმპორტირებული პროდუქციით.

კვლევის მიზნები და ამოცანები: კვლევის მიზანია პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები აჭარის ა/რ აგრარული სექტორის ანალიზი, შეფასება და სწორად წარმართული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფის წინადადებების ჩამოყალიბება/შემოთავაზება, რომლებიც არ იქნება წინააღმდეგობაში ვმო-ს შეთანხმებებთან, ამავდროულად მასტიმულირებელ გავლენას მოახდენს აგრარული საწარმოების საექსპორტო საქმიანობაზე.

კვლევის საგანი: კვლევის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი - სოფლის მეურნეობა და მასში განხორციელებული რეფორმები. ამ სფეროში ფორმირებულ საწარმოთა/კოოპერატივთა ფუნქციონირებისა და ინტეგრაციის საექსპორტო პოტენციალის შეფასება.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა