სემინარები

პარენქიმული ორგანოებიდან (ელენთა, ღვიძლი) სისხლის დენის დროებითი შეჩერების მეთოდები. პროფესორი ზურაბ ჩომახაშვილი - 26 დეკემბერი, 312 აუდიტორია 15:00 სთ

ჯანმრთელი ელენთის ტრავმული დაზიანების მკურნალობის ძირითადი ტაქტიკა ქირურგიული ჩარევაა, ხოლო მეთოდს კი  სპლენექტომია წარმოადგენს, რომელიც დღეისათვის ქირურგიული ჩარევის პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებად ითვლება, რასაც სანდო ჰემოსტაზითა და ოპერაციული ტექნიკის სიმარტივით ხსნიან. დღეისათვის გახშირდა ელენთის ქსოვილის შენარჩუნების მცდელობა, ტოტალური სპლენექტომიის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების  მიზნით.

იმავდრულად ღვიძლიდან სისხლდენასთან წარმატებული ბრძოლა ლეტალობის მაჩვენებლის შემცირების უმნიშვნელოვანესი ფაქტო-რია, რომლის სიხშირეც სამწუხაროდ თანდათანობით მატულობს და შესაძლოა 25-60%-ს მიაღწიოს.Aმიტომ, ქირურგიული ჩარევის მოცულობის და ხასიათის განსაზღვრასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სისხლდენის შეჩერების საკითხები.

პრეზენტაციაში აღწერილია აღნიშნული ორგანოებიდან სისხლდანის დროებითი და საბოლოო შეჩერებისათვის საჭირო მაკრომორფოლოგიური და ჰისტოტოპოგრაფიული კვლევის მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შექმნლი და პრაქტიკაში დანერგილია შესაბამისი ოპერაციული ჩარევები.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა