მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში საქართველო ავითარებს ღია ეკონომიკას, რომლის მართვაც მისი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებთან მრა-ვალმხრივი საგარეო სავაჭრო–ეკონომიკური, ფინანსური, სამეცნიერო–ტექნიკური პოლიტიკური და სოციალური არხებით ურთიერთდამოკიდებულების გამო, რთულ-დება. ჩვენი ქვეყნის ღია ეკონომიკის წარმატებით მენეჯმენტი მრავალ ეკონომიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რომელთა გადაჭრა ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად, დანარჩენ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის გარეშე.
გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ისეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ ეკონო¬მიკურ ინტერესთა უფრო მაღალ დონეზე წარმოჩენასა და დაცვას. ამ მიზნის მისაღ¬წევად პრაქტიკაში გამოიყენება ღია ეკონომიკის მართვის მრავალი ბერკეტი (სავაჭრო პოლიტიკა, შემოსავლების განაწილების პოლიტიკა, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა და ა.შ.), რომელთა შორის მთავრობას შეუძლია შეარჩიოს მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი ეკონომიკური ინსტრუმენტები. თითოეული ბერკეტის გამოყენება ცვლის ღია ეკონომიკის მენეჯმენტის ეფექტიანობის დონეს.
ღია ეკონომიკის მართვის მექანიზმის შემუშავების დროს მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფაზე, რაც დაკავშირებულია ეკონომიკური წონასწორობის პრობლემების ანალიზთან – მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების, დასაქმებისა და ფასების რეგულირებასთან ცვა¬ლებად გლობალიზაციის პირობებში. რეალური შემოსავლისა და ფასთა დონის სწო¬რი პროგნოზირებისათვის საჭიროა, ეროვნულ შემოსავალზე, საგარეო ვაჭრობასა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გავლენის ანალიზის მეშვეობით, შემუშავდეს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგუ¬ლირების ეფექტური მექანიზმი.
დანართიუკან |