სემინარები

სასამინარო თემა: „ჯანმრთელი მცენარეები - ჯანმრთელი ხალხი!!! მცენარეთა პათოგენები“, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, 8 თებერვალი, 13:00 სთ, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სოკოებისა და მცენარეების კავშირი საკმაოდ დიდი ხანია ცნობილი. კარგად არის შესწავლილი მაგალითად, კავშირი სისტემებში: ფიტოპათოგენური სოკო - მასპინძელი მცენარე. რაც შეეხება ფიტოპათოგენური სოკოებისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას, ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა, პირველი ფიტოპათოგენური სოკო, რომელმაც გამოიწვია ადამიანის დაავადება, იყო მარცვლოვანი კულტურების დაავადების -  ჭვავის რქის გამომწვევი პათოგენი.

მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში ფიტოპათოგენურ სოკოებს, როგორც მიკოტოქსიკოზების წარმოშობის წყაროს, განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება. დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ სოკოვან პათოგენებს გვარებიდან  Fusarium, Alternaria, Aspergillus, Cladosporium  და სხვა, შეუძლიათ გამოიწვიონ არა მარტო მცენარეების დაავადებები, არამედ დარეგისტრირებული არიან როგორც ადამიანის დაავადებების გამომწვევი სოკოვანი პათოგენებიც.
 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა