სემინარები

აჭარის რეგიონის ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების თანამედროვე საშუალებები 02.01.2018

ს/ს ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა  ნუნუ კუტალაძემ   ჩაატარა სემინარი თემაზე: „აჭარის რეგიონის ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების თანამედროვე საშუალებები.“კვლევარმა ისაუბრა, რეგიონის ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების თანამედროვე  საშუალებებზე, კერძოდ  განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე ციტრუსოვანთა სტაციონალურ მინდვრის ცდებში გამოცდის მიზნით ჩართულია ბიოპრეპარატები: ბაქტოფერტი; ბიტოქსიბაცილინი;ბაქტოფიტი  და გაუფსინი.მოკლედ დაახასიათა თითოეული მათგანი, წარმოადგინა მინდვრის ცდის სქემა და ცხრა ცხრილი. ცდები დაყენებული იყო 2017წ აპრილში. ნიადაგისა მანდარინის ფოთლების ნიმუშები აღებული იქნა ცდის დაწყების წინ და შემდეგ ცდის პერიოდში . ნიმუშებში განსაზღვრული იქნა სრული აგროქიმიური მაჩვენებლები. სულ ნიადაგში გაკეთებულია 180  და მცენარეში 80 ანალიზი. შემოდგომით აღებულ ფოთლის ნიმუშებში ჩატარდა  ანალიზი ინდუქტიურ პლაზმურატომურ-ემისიურ სპექტრომეტრზე ICPE, სულ განსაზვრული იქნა 27 ელემენტი. ჩატარებული ანალიზების შედეგად მიღებული მონაცემების გაშიფვრას და დასკვნების გამოტანას ამ ეტაპზე მკვლევარი  არ  თვლის  მიზანშეწონილად, რადგანაც1 წლის მონაცემებით მსჯელობა არ იქნება მეცნიერული დასაბუთება. სამუშაოები ამ მიმართულებით გრძელდება. სამი წლის მონაცემების შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია გავცეთ მეცნიერულად დასაბუთებული  რეკომენდაციები.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა