სემინარები

“პიროვნება და საზოგადოება თანამედროვე ანთროპოლოგიურ კვლევებში” თომას ჰილანდ ერიქსენის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები” მიხედვით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოქტ. რუსლან ბარამიძე. 28 თებერვალი, 13:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

სემინარზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე საკითხი ნორვეგიელი ანთროპოლოგის თომას ჰილანდ ერიქსენის ნაშრომიდან “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები”. აღნიშნული ნაშრომის ქართულენოვანი ვერსია მომზადდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივიერსიტეტში, 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. თარგმანის გამოცემა დაგეგმილია 2018 წელს.

სემინარზე განხილული იქნება ანთროპოლოგიაში პიროვნებისა და საზოგადოების კვლევის თანამედროვე მიდგომები. წარმოდგენილი იქნება პიროვნება ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული პერსპექტივიდან; პიროვნებათა ურთიერთობის და აქტორების ურთიერთქმედების საკითხები; პიროვნული სტატუსებისა და როლების ადგილი; ძალაუფლების ასპექტები;

ცალკე ყურადღება დაეთმობა საზოგადოების კვლევის ძირითად მიდგომებს (როგორც ადგილობრივი თემის, ისე დიდი მასშტაბის სოციალური სისტემების დონეზე); ასევე ნორმებისა და სოციალური კონტროლის როლს ძალაუფლებრივ ურთიერთობებში. ცალკეული საკითხის წარმოდგენისას გამოყენებული იქნება მაგალითები სხვადასხვა ადგილებში განხორციელებული კვლევებიდან. კერძოდ, სოციალიზაციის სპეციფიკა აღწერილია სამოას ხალხის, გადასვლის რიტუალები ტრადიციული და თანამედროვე საზოგადობების, შინამეურნეობა ფულანის ხალხის, წინააღმდეგობრივი შინამეურნეობა პროვიდენსის მაცხოვრებლების, ინტეგრირებული და მოქნილი სოფლების ნაირსახეობები დოგონებისა და იანომამების მაგალითზე.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა