როგორც ცნობილია, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საწარმოებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი, ე.წ. „ესტონური მოდელი“, რომლის თანახმადაც საწარმოებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს:
ა) განაწილებული მოგება;
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
დ) საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
დაბეგვრის აღნიშნული წესის ინიცირებისას მთავრობის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენდა დადებით გავლენას. დააჩქარებდა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ბიზნესს ექნებოდა მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. ჩამოყალიბდებოდა მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდიდა ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.
ამდენად, აღნიშნული სამეცნიერო სემინარის მიზანი რეფორმით დასახული მიზნისა და რეალურად მიღწეული შედეგის შეფასებაა, რისთვისაც განვახორციელეთ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებისა და კონკრეტული გადამხდელების ფინანსური მაჩვენებლების შესწავლა და ანალიზი.
დანართიუკან |