ნავთობის ამოღების, ტრანსპორტირების და შენახვის დროს დიდი რაოდენობით გროვდება ნავთობური ნარჩენები, ე.წ. ნავთობშლამები. მათი შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიცავს ისეთ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებსაც გააჩნია კოროზიის საწინააღმდეგო თვისებები. გარდა ამისა ნავთობშლამები მკვეთრად აუარესებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ნავთობშლამების გამოკვლევა ანტიკოროზიულ საღებავების წარმოებაში მათი გამოყენების მიზნით ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ლაქ-საღებავების წარმოების ბაზა და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა.
ამ მიზნით შესწავლილი იქნა ბათუმის ნავთობტერმინალზე დამჭერ მოწყობილობაში არსებული რეზერვუარული ნავთობშლამის წყლოვანი ნაჟური. დადგენილი იქნა მისი ინჰიბიტორული თვისებები როგორც დაჩქარებული ანტიკოროზიული გამოცდებით, ასევე წყლოვანი ნაჟურის შემცველი ლაქ-საღებოვანი დანაფარების ატმოსფერული გამოცდით ბუნებრივ პირობებში. მიღებული შედეგები ადასტურებენ ნავთობშლამის წყლოვანი ნაჟურის ინიჰიბიტორულ თვისებებს და მისი გამოყენების შესაძლებლობას ანტიკოროზიული დანიშნულების სარებავებში.
უკან |