ტექნიკის განვითარება ითხოვს მაგნიტურ მასალებს სრულიად ახალი თვისებებით. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს მაგნიტური ნივთიერებების ექსპერიმენტული და თეორიული კვლევა, რომელთა ბაზაზეც იქმნება ახალი, თანამედროვე მაგნიტური მასალები. ამ მიმართულებით ინტენსიური კვლევის ობიექტს წარმოადგენს მიკროსტრუქტურისა და შემადგენლობის ურთიერთგავლენის შესწავლა ნანოჰეტეროსტრუქტურების მაგნიტურ, მაგნიტო-ოპტიკურ და ოპტიკურ თვისებებზე. შესწავლილი მასალების ნანოკრისტალურ მდგომარეობაში გადასვლისას ხდება მისი თვისებების მნიშვნელოვანი ცვლილებები. შესაბამისად ისინი იძენენ მთელ რიგ განსაკუთრებულ თვისებებს: გიგანტური მაგნიტური წინაღობა, გიგანტური მაგნიტური იმპედანსი, ჰოლის ანომალური ეფექტი, ანომალური ოპტიკური და მაგნიტო-ოპტიკური ეფექტები და სხვ.
სემინარი ეძღვნება იონ-იმპლანტირებული ფერიტ გრანიტის ფირფიტების მაგნიტოოპტიკური თვისებებს. განვიხილავთ იონ-იმპლანტირებული ფერიტ-გრანიტის ფირფიტების მაგნიტოოპტიკური თვისებებს დაცემული სინათლის სხივის კვანტის =0,5-4,5 ევ ენერგიის რეგიონში. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს, ფერიტ-გრანიტის ფირფიტების მაგნიტოოპტიკური თვისებების კვლევა გრანიტის ფიფიტების გამჭირვალე უბანში 0,5-2,3 ევ, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი. მაგნიტოოპტიკური თვისებები განხილული იქნება კერის ეკვატორული ეფექტის საშუალებით. ფიქსირდება ახალი ეფექტები, რომლებიც არ დაიმზირება მასიურ მაგნეტიკებში. აღმოჩნდა, რომ გარე მაგნიტური ველის სიბრტყის მცირე გადახრა ნიმუშის სიბრტყიდან იწვევს ინტენსიური მაგნიტოოპტიკური მაქსიმუმის წარმოქმნას ფერიტის ფირფიტის გამჭირვალე უბანში =0,5-2,3 ევ. ასევე, დაცემული სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის გადახრა P -კომპონენტისაგან იწვევს იგივე მაგნიტოოპტიკურ ეფექტების წარმოშობას ამ რეგიონში. დამაგნიტების პროცესები გრანიტის ფირფიტების გამჭირვალე უბანში აჩვენებს, რომ მაგნიტოოპტიკური ეფექტების ფორმირებას აქვს საკმაოდ რთული მაგნიტური ბუნება.
დანართიუკან |