სემინარები

სემინარის თემა: „ელექტრონული სერვისები რეგიონალურ საჯარო სამსახურებში“, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე, 27 მარტი, 13:00 საათი„ II კორპუსი, 505 აუდიტორია

თანამედროვე ეტაპზე საინფორმაციო ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება და  საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინერგება. კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებებთან მოსახლეობის დაშვების გაფართოება და სახელმწიფო მართვის საინფორმაციო სექტორის განვითარებამ აუცილებელი გახადა ქვეყნაში ელექტრონული მთავრობის განვითარება, ვინაიდან საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, საზოგადოების ეკონომიკური კეთილ-დღეობის, დემოკრატიული გარემოს ფორმირებისა და სტაბილურობის ხელშემწყობ, სტრატეგიულ მიმართულებას ელექტრონული მთავრობის განვითარება წარმოადგენს. იგი აძლიერებს მაკროეკონომიკურ გარემოს, ნაციონალურ კონკურენტუნარიანობას, რაციონალური ძალისხმევით აადვილებს მიზნობრივ ელექტრონულ   ცვლილებებს,   ხელს   უწყობს   მართვის   პროცესების   სრულყოფას, სტიმულს აძლევს   საზოგადოებრივი ფასეულობის გაფართოებას, გამჭვირვალობას, ეფექტიანობას, ქმედუნარიანობას.

საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პროცესი  საქართველოშიც სახელმწიფო მართვის სისტემის ფუნქციონირებაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად დიდი მნიშვნელობას იძენს  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,  რამაც უნდა უზრუნველყოს  სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექ-ტურობის ამაღლება,  მისი  ურთიერთმოქმედება მოქალაქეებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან. ამასთან, უმნიშვნელოვანესი  ამოცანა ხდება  ბიუროკრატიზაციის და კორუფციის აღმოფხვრა სახელმწიფო სამსახურში. ამ კონტექსტში მთავარ როლს თამაშობს ელექტრონული მთავრობის შექმნა და ეფექტური ფუნქციონირება. მისი მთავარი ღირსება კი იქნება საზოგადოების ნდობის ამაღლება ხელისუფლებისადმი.

საქართველოს   ხელისუფლებამ   მოქალაქეთა   ცხოვრების   ხარისხის გაზრდა  ხელისუფლების ყველა დონის ორგანოების საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. დაისახა ამოცანები ცენტრალურ, რეგიონალურ და მუნიციპალური დონეებზე სახელმწიფო ხელისუფლების მართვის თანამედროვე სისტემების შექმნისათვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფილების, მოსახლეობისა და ბიზნესისათვის სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

უკანასკნელ ათწლეულში ელექტრონული მმართველობის  სფეროში საქართველოში გადადგმული კონკრეტული, თუნდაც, არაკოორდინირებული, ზოგჯერ უსისტემო, მაგრამ მაინც სერიოზული ნაბიჯების ბევრი კარგი მაგალითია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, მათ შორის ცენტრალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე. ჩვენთვის ამ შემთხვევაში სწორედ რეგიონალური დონის ანალიზია მნიშვნელოვანი. სწორედ ამ ჭრილში საინტერესოა ელექტრონული სერვისების არსებული მდგომარეობის ანალიზი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.  მით უფრო 2014 წელს  შექმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სამთავრობო პორტალი.  ამ კუთხით რეგიონი მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებაში  ქვეყანაში პიონერია.

საქართველოში რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე ელექტრონული სერვისების  დანერგვა დაწყებულია. ამ მიმართულებით  ქვეყნის მდგრადი განვი-თარებისათვის აუცილებელია სახელმწიფო მართვაში  ელექტრონული სერვისების განვითარების დონის მაჩვენებლების სისტემური შეფასება, მათ შორის ნაციონალურ დონეზე. ეს საშუალებას   მოგვცემს გამოვყოთ წარმატების მთავარი ფაქტორები და შეფერხების ძირითადი მიზეზები მოცემულ სფეროში. ამჟამად არ არსებობს მკაფიო ინსტრუქციები  ცენტრალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე ელექტრონული სერვისების განვითარების შეფასების განხორციელებისათვის.

ამრიგად, საკითხი ელექტრონული სერვისები რეგიონალურ საჯარო სამსახურებში, რომელიც ითვალისწინებს  ელექტრონული სერვისების არსებული დონის შეფასებას, გაუმჯობესების გზების ჩვენებას და   კომპლექსური მონიტორინგის განხორციელებას წარმოადგენს მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა