სემინარები

სემინარის თემა: „არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია და არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის პრობლემები“, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი ნინო ინაიშვილი, 28 მარტი, 13:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

საერთაშორისო დოკუმენტების (არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მენეჯმენტის ქარტია, ლოზანა, 1990; არქეოლოგიური მემკვიდრეობის ევროპული კონვენცია, ლა ვალეტა, 1992) საფუძველზე განხილული იქნება არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის საერთაშორისო პრინციპები.
    
საერთაშორისო დოკუმენტების ამოსავალი დებულებაა, რომ არქეოლოგიური მემკვიდრეობა არის მთელი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა და მისი დაცვა არის მორალური ვალდებულება მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ამასთან, არქეოლოგიური მემკვიდრეობა არის ადვილად დაზიანებადი და არაგანახლებადი უდიდესი მეცნიერული ღირებულების მქონე კულტურული რესურსი. ამ მიზეზთა გამო არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დოკუმენტები აფუძნებს პრინციპებს, რომლებიც დაკავშირებულია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სხვადასხვა ასპექტთან. ის მოიცავს ინტეგრირებული დაცვის პოლიტიკის, არქეოლოგიური კვლევის, დოკუმენტაციის, ძეგლების მოვლა–პატრონობის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის პროფესიულ საქმიანობებთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს და სახელმძღვანელო მითითებებს.  
   
განხილული იქნება აგრეთვე საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები და პოლიტიკის ხარვეზები.   

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა