სემინარები

სემინარი თემაზე: აზიური ფაროსანა საქართველოში, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გურამ მემარნე, 27 მარტი, 11:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ნახევრადხეშეშფრთიანების (Pentatomidae) წარმომადგენელი, ყავისფერი მარმარილოსებრი ფაროსანი ბაღლინჯო Halyomorpha halys-გავრცელებულია იაპონიაში, სამხრეთ ჩინეთსა და კორეაში. გასული საუკუნის ბოლო წლებში  გამოჩნდა ამერიკაში, ხოლო 2000–იანი წლების ბოლო პერიოდში ევროპაში. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში - სოჭის ოლქში. 2015 წლიდან კი გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში (აქ მავნებლის უარყოფითი ზემოქმედების შედეგად 2-3 ჯერ შემცირდა ატმის, მანდარინის და ხურმის მოსავალი), ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო  გავრცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. მიეკუთვნება საშიშ მავნებელს (პოლიფაგია, რომელიც 300-მდე მცენარეზე მავნეობს),  შეუძლია დიდი ზარალი მიაყენოს სოფლის მეურნეობას. მავნეობს თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაზე. სეზონის განმავლობაში მუდმივად მიგრირებენ ნათესებზე. ზრდასრულ ინდივიდებს დიდ მანძილებზე შეუძლიათ ფრენა,  ხოლო ნიმფები მოკლე მანძილებზე გადაადგილდებიან. იკვებებიან მცენარის უჯრედებიდან წვენით. მავნებელი საკვების მოპოვების მიზნით ხორთუმით ჩხვლეტს მცენარის ახალგაზრდა ნაწილებს, ძირითადად ახალგაზრდა ყლორტებს, კვირტებს, ფოთლებს, ნაყოფს. ამ დროს ის გამოყოფს ნერწყვთან ერთად ტოქსინს, რომელიც იწვევს მცენარეული უჯრედების დაშლას. დაზიანებულ ადგილზე ჩნდება უფერული და ასევე, ღია და მუქი ფერის ლაქები. დაზიანებული  ყლორტები ყვითლდება, ჩამორჩება ზრდაში და თანდათანობით ჭკნება. კვირტის დაზიანების შემთხვევაში იწყება ყვავილების ცვენა ან ვღებულობთ დაზიანებულ ფოთოლს და ნაყოფს. ნაყოფი არის შიგნით დაზიანებული, ხდება უფორმო და უხარისხო. აღსანიშნავია ის, რომ მწერისაგან დაზიანებული ნაყოფის მიღება საკვებად არ არის რეკომენდირებული.

მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

ბრძოლის ღონიძიებები: ყველა აგროღონისძიების დროულად და ხარისხიანად ჩატარება. ბაღებში ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა, რომელიც უქმნის მავნებლებს არახელსაყრელ გარემოს განვითარებისათვის.

ქიმიური მეთოდი: დამუშავება ხდება ძირითადად პირეტროიდების და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის პრეპარატებით.

ბიოლოგიური მეთოდი: რომელიც სრულიად უვნებელი იქნება გარემოსთვის. მაგ სოკო-Beauveria bassiana-სგან დამზადებული პრეპარატები.მაგ: ბოვერინი.

ასევე ბუნებრივი მტრების: ტელენომუსის- Telenomus species, ბუზი ფაზია- fazia, სამურაი კრაზანა  იგივე  იაპონურ კრაზანა - Trissolcus japonicus, გამოყენება.
 

  აზიური ფაროსანა საქართველოში

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა