სემინარები

სემინარის თემა: მეტაფორულობა ჟ. სიმენონის რომანში „Les Gens d’ en face”, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია დიასამიძე, 30 მარტი, 14:00 სთ, II კორპუსი, 216 აუდიტორია

სიმენონის რომანი  დაწერილია მისი ბათუმში ყოფნის შემდეგ მე-XX საუკუნის 30-იან  წლებში.  რომანის მოქმედება მიმდინარეობს წითელი ტერორის დროს ანექსირებულ  საქართველოში. რომანის მთავარი ანტითეზაა დაპირისპირება ნეკროფილურსა და ბიოფილურს (ფრომის მიხედვით) სოციალური ორიენტირებას შორის. განსაკუთრებული სიმბოლური ხასიათითა და ,,შავჩარჩოიანი’’ კონსტრუქციების დახმარებით მწერალი ქმნის არა მხოლოდ რომანის მინორულ ტონალობას, არამედ ილუზორულ წარმოშობის შთაბეჭდილებას. თავისი შედევრით მწერალმა გვიჩვენა მთლიანი აბსურდული დრამა ნაძალადევი ,,გაბედნიერებისა’’ და ასევე ის რომ, ეს მდგომარეობა გაივლის როგორც მძინარე ხალხის ღამის კოშმარი,  ვისი ნებაც პარალიზებულია დანაშაულებრივი რეჟიმით.

მეტაფორიზაციის მხატვრულ ხერხს მწერალს მიჰყავს სასურველ შედეგამდე: აღწერს ტოტალიტარულ რეჟიმს თავის რომანში „Les Gens d’en face”, რომელშიც სიცოცხლისა და სიკვდილის ბინარული ოპოზიციები შეცვლილია.
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა