სემინარები

სემინარის თემა: „რელიგიური წარმომავლობის თქმულება-გადმოცემები აჭარაში“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული კვლევის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნაილე მიქელაძე

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეტად საინტერესო მხარეს წარმოადგენს მეცნიერული კვლევა-ძიების საკითხში. იგი მდიდარია ნივთიერი, მატერიალური კულტურის ძეგლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობებია დაცული, როგორც ბერძენ-რომაელთა მწერალთა შრომებში, ისე საქართველოში დაცულ წერილობით ძეგლებში, ფოლკლორულ მასალებში და სხვა. მსოფლიოში არ ყოფილა ხალხი და არ შექმნილა ცივილიზაცია, რელიგიის ტვიფარი რომ არ ედოს. რელიგიასთან კავშირი აისახა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. განუსაზღვრელია მისი როლი მეცნიერებაში, რომელიც დაკავშირებულია სხვადსხვა დარგის აღმავლობასთან, მის წიაღში იშვა ასტრონომია, ფილოსოფია, მედიცინა, ხელოვნება, ეთნოგრაფია და სხვა მრავალი დარგი.

რელიგიურ-ისტორიული თქმულება-გადმოცემების კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც აჭარის ფოლკლორის, ასევე საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიისა და ენის ისტორიის შესწავლაში.

საჯარო ლექცია ეძღვნება თემას - ,,რელიგიური წარმომავლობის თქმულება-გადმოცემები აჭარის ფოლკლორში“, რომელიც აქტუალურია ზოგადმეცნიერული კუთხითაც.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა