განხილულია სხვადასხვა ელექტრომემბრანული პროცესის მოქმედების პრინციპი და გამოყენების სფეროები. ნაჩვენებია, რომ ელექტრომემბრანული პროცესების საფუძველს წარმოადგენს ელექტროდიალიზი. ელექტროდიალიზის მეთოდით შესწავლილია სხვადასხვა pH-ის მქონე საწარმოო ტექნოლოგიური ხსნარების pH-ის კორექტირების შესაძლებლობა. დადგენილია, რომ ელექტროდიალიზურ აპარატზე, რომლის მემბრანული პაკეტი აწყობილია ერთფენოვანი МК-40 და МА-40 იონმიმოცვლითი და МБ-2 ორფენოვანი (ბიპოლარული) მემბრანებით, შესაძლებელია ხსნარის pH-ის ცვლილება თითქმის ნეიტრალურამდე იმ ხსნარებისათვის, რომლის 3 < pH < 11 .
ცვლილების ინტენსივობა დამოკიდებულია საწყისი ხსნარის pH-ის მნიშვნელობაზე, დანადგარის წარმადობაზე და დენის სიმკვრივეზე აპარატში. ნაჩვენებია, რაც უფრო დიდია საწყისი pH-ის გადახრა ნეიტრალურიდან, მით მაღალია დენის სიმკრივე და ნეიტრალიზაციის პროცესის ენერგოხარჯი. დადგენილია, როცა ხსნარის 3>pH>11-ზე ელექტროდიალიზის მეთოდით pH-ის ცვლილებას პრაქტიკულად არა აქვს ადგილი, რაც ახსნილია შესაბამის სისტემაში წყალბადის ან ჰიდროქსილის იონების სიჭარბით, რომლებიც დიდი ალბათობით ეწინააღმდეგებიან ბიპოლარული მემბრანის მიერ დამატებით H+ და OH- იონების გენერირებას.
უკან |