დღეს საქართველოს სასურსათო ბაზარზე მსჯელობისას განსაკუთ¬რებულ მნიშვნელობას იძენს მარკეტინგის ისეთი საკითხები, როგორიცაა: პროდუქციის მარკირება, ექსპერტიზა, მომხმა¬რებელთა ინფორმირებულობისა და სხვათა საფუძვლიანი შესწავლა. როგორც წესი, საქონლის მარკირების დროს მნიშვნელოვ¬ნად ადვილდება საქონლის იდენტიფიკაცია, მომხმარებელს ეძლევა საშუალება საქონელის შეძენისას გარანტირებული ხარისხის მქონე პროდუქტი შეარჩიოს. პროდუქციის ხარისხის გამოვლენა კი ეტიკეტის დათვალიე¬რებით, მისი სწორი წაკითხვით, სავაჭრო მარკის ამოცნობითა და შტრიხ¬კოდის შემოწმებით იწყება.
აქედან გამომდინარე, მარკეტინგის ძირითად მიმართუ¬ლება მომხმარებელთა მოთხოვნილების შესაბამისი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზებაა.
დღეისათვის მსოფლიოში დიდია მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, მით უფრო, რომ ბაზარზეDდაახლეობით 80% არაჯანსაღი სასურსათო პროდუქცია იყიდება. მსოფლიოში მიღებული ე.წ. კარტახენის ოქმი, ქვეყანას უფლებას აძლევს არ შეიტანოს თავის ტერიტორიაზე გენდმოდიფიცირებული პროდუქცია ან შეიტანოს იმ პირობით, რომ მასზე აუცილებლად იქნება წარწერა, მისი გენდ¬მოდიფიცირებულობის შესახებ. uნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში გენდმოდი¬ფიცირებულ პრო¬დუქციაზე რეგულა¬ციები შემოდის, რომე¬ლიც აღნიშნული პროდუქციის მარკირებას, რიგ შემთხვევაში კი აკრძალვას გულისხობს.K გენდმოდი¬ფიცირებული პროდუქტების შესახებ რეგულაციები ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საქონლის შესახებ, რას იყენებს საკვებად და მომხმარებელი თავად გადაწყვეტს რამდენად უნდა ენდოს ამა თუ იმ პროდუქტს?.
პრობლემა არა მხოლოდ გენდმოდიფიცირებულ, არამედ ემულგა¬ტო¬რებით გაჯერებულ სხვა დანარჩენ პროდუქციაზეა, რაც კი, საერთოდ ბაზარზე იყიდება. როგორც ცნობილია, გენდმოდიფიცირებული პროდუქტების გარდა არანაკლებად საშიშია ჯამრთელობისათვის ემულგატორები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მართალია უმეტეს შემთხვევაში მწარმოებელი თავისუფლებებს არ არღვევს და პროდუქტს შეფუთვაზე მითითებული აქვს შემადგენლობაში ემულგატორების შესახებ ინფორმაცია, მას მომხმარებელი არა აქცევს ყურადღებას და არ კითხულობს (უფრო ზუსტად ვერ კითხულობს).
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც პროდუქციის გენდმოდი¬ფიცირებას დაადგენს და გააკონტროლებს (მით უფრო საქართველოს ამ მხრივ, რესურსები და სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია).
ამრიგად, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საქართველოში მარკე¬ტინგის პრინციპების გამოყენება სამართლიანი, მი¬ზანშეწონილი და დროულია, რადგან არსებობს ყველა სა¬ჭირო პირობა (თეორიული, სამეცნიერო და პრაქტიკული თვალთახედვით) პრაქტიკაში თანამედროვე მარკეტინგული მეთოდების დანერგვითა და გამოყენებით მოვახდინოთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, რომელიც შეძლებს დაეხმაროს მომხმარებელს სამომხმარებლო ბაზარზე შეარჩიოს სასურველი საქონელი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზრდება რა მომხმარებელთა ცნობიერება, ცოდნა და გამოცდილება, მეტი საშუალებისა და შესაძლებლობების პირობებში, ისინი უფრო მეტად მომთხოვნი გახდებიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, უკეთესი ფასებისა და მომსახურების მიმართ. ამიტომ იქმნება აუცი¬ლებელი წინაპირობა იმისა, რომ მარკეტინგის სხვადასხვა მეთოდების (რეკლამა, პრეზენტაციები) გამოყენებით მომხმარებელმა მოახერხოს ბაზარზე მისთვის სასურველი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წაკითხვა და შერჩევა ე.ი. უკვე მარკირებული საქონლის იდენტიფიცირება.
უკან |